“უპირველესად, აღვნიშნავ, რომ მიხარია, ისევ აქ რომ ვარ და მაქვს საშუალება, დავესწრო ჩვენი 20-წლამდელთა ნაკრების თამაშებს. სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს აქვს პრობლემები
შემადგენლობის მხრივ. რამდენიმე მოთამაშე ვერ ჩამოვიდა ნაკრებში, რამდენიმეს ტურნირის მსვლელობისას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ყველა მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა. მეორე მხრივ, მთლიანობაში კმაყოფილი ვარ ბიჭების მონდომებით. მოკლე დროში მათ მოახერხეს და კარგად შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდნენ.
სასიხარულოა, რომ რამდენიმე კალათბურთელი დავინახე, რომლებმაც დამაინტერესეს და მათ აქვთ შანსი, მომავალში იყვნენ ჩვენთან, მოხვდნენ ეროვნულ გუნდში. ჩვენ მივაქცევთ მათ ყურადღებას, დავაკვირდებით და უნდა აღვნიშნო, რომ თითოეულ მათგანს მართებს ბევრი შრომა და საკუთარ კლუბში ვარჯიში, რათა სამომავლოდ ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაიმსახუროს.”
GBF.GE