U18. საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან შეხვედრა დათმო

AutoSharing Option
სკოპიეში მიმდინარე 18 წლამდე ვაჟთა ევროჩელენჯის ფარგლებში, საქართველო სერბეთის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა და სენსაცია ვერ მოახდინა. ბალკანელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 91:48 და ჯგუფში ესპანეთთან ერთად დაუმარცხებლად ლიდერობენ.

დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ქართველებმა მეტოქეს ბოლო პერიოდი მინიმალური სხვაობით – 18:17 მოუგეს, თუმცა მანამდე სერბებისთვის, ფაქტობრივად, წინაღობა არ არსებობდა. ბალკანელებმა პირველი პერიოდი 26:12, ხოლო მეორე – 26:6 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 34-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე ათწუთეულში ვითარება არ შეცვლილა და სერბების ლიდერობამ 40 ქულას გადააჭარბა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო
ლუკა ლიკლიკაძე, რომელმაც 15 ქულა მიითვალა. გიორგი ოჩხიკიძემ შეხვედრა 9 ქულით დაასრულა. 6 აგვისტო ტურნირზე დასვენებაა, ხოლო 7-ში ჩვენი ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველა ხედავს, რომ ურემი გადაბრუნებულია, გზა თუ ჩანს?
გიორგი 50
10:25 07-08-2021
0
გრცხვენოდეთ!!.. ვისაც ეს ეხება
ქართველი
16:33 06-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული