18-წლამდელებმა ევროჩელენჯერზე ასპარეზობა ხორვატიასთან მარცხით დაასრულეს

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროჩელენჯერზე ასპარეზობა დაასრულა. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ჭაბუკებმა ტოპ-ჯგუფში ბოლო შეხვედრა ხორვატიასთან გამართეს და ბრძოლაში 72:82 წააგეს.

ბოლო პერიოდის წინ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ქულით – 65:66 ჩამორჩებოდა და ბრძოლაც წინ იყო, თუმცა დასკვნით ეპიზოდში ხორვატებმა იძალეს და გამარჯვებამდე მივიდნენ.

საქართველოს ნაკრებში 29 ქულით ლუკა ლიკლიკაძე გამოირჩა. 16 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა სანდრო კასაბურს, ლუკა კუჭუხიძის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებულ ევროჩელენჯერში ყველა მატჩი დათმო. ტურნირის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა,
რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
სირცხვილია გურასპაულო წადი და მოუშვი ზაზა და მისი გუნდი ფედერაციის სათავეში.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული