"საქართველო 2008" ვილნიუსში ევროპის ლიგის მეორე წრის მატჩებს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს 14-წლამდელთა კლუბებისგან დაკომპლექტებული გუნდი “საქართველო 2008” ლიეტუვაში გაემგზავრა, სადაც ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში იასპარეზებს. 2 თვის წინ დაიწყო, როცა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 28-31 ოქტომბერს პირველი წრე გაიმართა და 5 შეხვედრიდან 2 მოიგო.

ფორმატი ტრადიციულად უცვლელია. რეგულარული ჩემპიონატი 3 ტურად გაიმართება. თითოეული ტურის მანძილზე გუნდები 5-5 მატჩს ჩაატარებენ. მეორე წრეს ლიეტუვას დედაქალაქი ვილნიუსი მასპინძლობს. ამროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 5 შეხვედრას შემდეგ გუნდებთან ამ თარიღებში ჩაატარებს:

მარუპე (ლატვია) – საქართველო 2008 – 27 დეკემბერი, 14:00
საქართველო 2006
– იუგლა (ლატვია) – 27 დეკემბერი, 21:30
ვილნიუსი KM – საქართველო 2008 – 28 დეკემბერი, 14:00
საქართველო 2008 – ვილნიუსი KM2 – 28 დეკემბერი, 20:00
საქართველო 2008 – ჩრდილო ატლანტიკი (ირლანსია) – 29 დეკემბერი, 12:30
(მითითებულია თბილისის დროები)

საქართველოს ნაკრები ვილნიუსში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

ლუკა ბებია, ლაშა ხუნდაძე, მათე ხატიაშვილი, შიო ნარიმანიძე, ნიკოლოზ ქურასბედიანი, გიორგი მუშკუდიანი, დემეტრე ალიმბარაშვილი, საბა ჟღენტი, დიანისი გრიგორიანი, გიორგი ცოტნიაშვილი, ბაჩო ბლიაძე, დავით ფაჩულია.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
არაფრის მომცემი ნაკრები.
ნეპოტიზმის და მამიკოების ბავᲨვები.
გია
21:55 26-12-2021
0
2007 იანებმა ან 2005 იანებმა რა დააᲨავეს ნაკრებებს რომ არ აქცევენ ყურადᲦებას.ამ ასაკის ბავᲨვებმა რა დააᲨავეს...
კიᲗხეᲗ ფედერაციას
მოქალაქე
21:57 26-12-2021
1

სიახლეები პოპულარული