რჩეული 14-წლამდელი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი “საქართველო 2008” ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის სათამაშოდ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრა და წარმომადგენლობით ტურნირში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო. დასკვნითი ტურნირის პირველ დღეს ქართველებმა ორივე თამაში მოიგეს და პლეი ოფის საგზური ფაქტობრივად გაინაღდეს, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.
14-წლამელთა შორის ევროპის ლიგა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში 3 წრე, ჯამში 15 ტური ჩატარდა. ამროსი ორმოცაძის გაწვრთნილმა გუნდმა 10 მატჩი მოიგო, 5 კი დათმო და მე-5 ადგილი დაიკავა. ორგანიზატორებმა ამ სეზონში ფორმატი შეცვალეს და ჩემპიონ-პრიზიორთა გამოსავლენ დასკვნით
ტურნირში, რომელსაც სუპერფინალი ჰქვია, 12 გუნდი მიიწვიეს.
სუპერფინალის მონაწილეები 3 ჯგუფში გადანაწილდნენ: “საქართველო 2008” ჯგუფში ლატვიურ DSN-თან, ირლანდიურ “ატლანტიკთან” და პოლონურ “კომოროვთან” მოხვდა. ჯგუფის ფავორიტი ლატვიური კლუბი გახლდათ, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში 15-დან 14 მატჩი მოიგო და რაკი სუპერფინალის მასპინძელი გახლდათ, საჩემპიონო ამბიციაც გააჩნდა. სწორედ DSN-ს მოუგო “საქართველო 2008”-მ დღეს, მანამდე კი
ირლანდიურ “ატლანტიკსაც” იოლად სძლია და ჯგუფიდან გასვლის უპირობო კანდიდატია.
ატლანტიკი – საქართველო 2008 45:61.
საქართველო 2008 – DSN 53:37.
ორივე მატჩში ჩვენს გუნდს ულიდერა მათე ხატიაშვილმა, რომელიც გუნდს თამაშის წინა ღამეს, ესპანეთიდან შემოუერთდა. ხატიაშვილი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტის ფარგლებში ესპანეთის ერთ-ერთ წამყვან კლუბ “ბასკონიაში” იმყოფებოდა. მოგეხსენებათ ჩვენი ფედერაცია და “ბასკონია” წლების მანძილზე თანამშრომლობენ და სპეციალური კემპებისა და შერჩევის შემდეგ პერსპექტიულ ახალგაზრდებს ეპანურ კლუბში გზა ეხსნებათ. ხატიაშვილი ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალში საასპარეზოდ ესპანეთიდან ლატვიაში ჩავიდა და ისე, რომ რიგიანად არც დაუსვენია, ჩვენს გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვა.
ირლანდიელებთან შეხვედრაში ხატიაშვილმა 21 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 12 ქულა დიანისი გრიგორიანმა, ხოლო 11 – ლუკა ბებიამ მიითვალა. DSN-თან მატჩში მათე ხატიაშვილის ანგარიშზე 20 ქულა, 7 პასი და 3 მოხსნა დაგროვდა. მასთან ერთად გამოირჩა ლუკა ლოლაძე, რომელიც ბელგიაში ცხოვრობს და ჩვენი გუნდის მეორე ლეგიონერია. მის ანგარიშზე 10 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა.
რიგაში იმყოფება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის თანაშემწე მილოშ გლიგორიევიჩი, რომელიც ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორია და პერსპექტიული მოთამაშეები მოძიებასა და დაოსტატებაში მთავარ როლს თამაშობს.
საქართველო 2008 16 აპრილს ჯგუფის ბოლო მატჩს პოლონურ “კომოროვთან” გამართავს და მოგების შემთხვევაში პირველი ადგილიდან გავა პლეი ოფში, თუმცა მარცხის შემთხვევაშიც დიდი ალბათობით შეძლებს ან ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნებას, ანაც პლეი ოფში მეორე ადგილიდან გასვლას. გათამაშების ფორმატის თანახმად ნახევარფინალში 3 ჯგუფის გამარჯვებული და 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.
საქართველოსა და “კომოროვის” შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.
საქართველო 2008 რიგაში ამ შემადგენლობით იმყოფება
ლუკა ბებია, ლაშა ხუნდაძე, ბაჩო ბლიაძე, ნუგზარ ონიანი, ნიკოლოზ ქურასბედიანი, გიორგი მუშკუდიანი, დემეტრე ალიმბარაშვილი, საბა ჟღენტი, დიანისი გრიგორიანი, დაჩი გომურაშვილი, ნიკოლოზ კორძაძე, მათე ყავლაშვილი, მათე ხატიაშვილი, სანდრო ლოლაძე
მთავარი მწვრთნელი – ამროსი ორმოცაძე
მწვრთნელის ასისტენტი – მილოშ გლიგორიევიჩი
თორნიკე გოგიჩაიშვილი – ექიმი
შალვა ონიანი – მენეჯერი

GBF.GE