ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გრძელდება ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 წრე, რომლის ეგიდით დაგეგმილი 5 მატჩიდან ჩვენმა 14-წლამდელთა გუნდმა 4 უკვე ითამაშა და 3 მოიგო. ქართული კლუბების წამყვანი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებულმა “საქართველო 2008”-მ მეორე სათამაშო დღეს 1 მატჩი მოიგო და ერთიც დათმო.
მილოშ გლიგორიევიჩისა და ამროსი ორმოცაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ სათამაშო დღეს, 11 თებერვალს ორივე მეტოქე დაამარცხა, თუმცა წარმატებული სტარტი გაგრძელება მორიგ შეხვედრასი ვერ შეძლო. ჩვენების მეტოქე გახლდათ ლატვიური DSN, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და ქართველებსაც დამაჯერებლად სძლია – 58:36.
“საქართველო 2008”-ის მეტოქე
მორიგ შეხვედრაშიც ლატვიური გუნდი იყო და ჩვენებმა რევანში კლუბ “BS რიგასთან” აიღეს – 70:37 (სტატისტიკა). ჩვენს გუნდში 3 მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ბარიერს – დემეტრე ალიმბარაშვილი (12), გიორგი მუშკუდიანი (11) და დიანისი გრიგორიანი (11). 9 ქულა მოაგროვა დავით ჭუაძემ.
ჩვენი გუნდი ევროპის ლიგის მე-3 წრის მე-5 მატჩს, რომელიც რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა იქნება, 13 თებერვალს, ესტონურ ტტუ-სთან გამართავს, რის შემდეგაც სამშობლოში გამოემგზავრება.
gbf
"საქართველო 2008" - განრიგი ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში