საქართველოს U16 ნაკრებმა ევროპის ლიგის სუპერფინალის პირველი მატჩი მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის სათამაშოდ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაემგზავრა, სადაც მთლიანობაში 10 გუნდი იასპარეზებს. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და მისი ასისტენტის, დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 13 და 14 მაისს 4 შეხვედრას გამართავს და წარმატების შემთხვევაში პლეი-ოფში გავა.

ჩვენი ნაკრები ვილნიუსში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:
იოსებ გუგუციძე, ბაჩანა შველიძე, ალექსანდრე მგელაძე, ლუკა მუჯირიშვილი, გურამ ცხადაძე, ნიკოლოზ ფუტურიძე, ივიკო ნემსაძე, გოგიტა ბუკია, ალექსანდრე დაუშვილი, ვაჟა კეჭაყმაძე, ლუკა ბარბაქაძე, ნიკოლოზ გურგენიძე, ნიკოლოზ აბულაძე.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის 2 წრის ჯამში
10 მატჩი გამართა, საიდანაც 7 მოიგო და 3 წააგო. ჩვენი ნაკრები ევროპის სხვა წამყვან გუნდებთან ერთად სუპერფინალზე სათამაშოდ მიიწვიეს, რომლის გამარჯვებულიც 15 მაისს გამოვლინდება. საქართველოსთან ჯგუფში მოხვდნენ ადგილობრივი გუნდები – ვილნიუს KM და ვილნიუს KM-2005.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში პირველი მატჩი დამაჯერებლად მოიგო. ჩერქეზიშვილ-ჯაკობოვის გუნდის მეტოქე იყო ვილნიუს KM-2005, რომელსაც საქართველომ 76:53 სძლია. ჩვენს გუნდში 20 ქულით და 5-5 მოხსნა-ჩაჭრით საუკეთესო შედეგი გოგიტა ბუკიამ დააფიქსირა. 13 ქულა ნიკოლოზ აბულაძემ, ხოლო 12 ნიკოლოზ გურგენიძემ მიითვალეს.

დღეს, 13 მაისს, საქართველო მეორე მატჩს 19:30 საათზე გამართავს ბულგარულ “ბუბასთან”, ხოლო 14 მაისს საქართველო “ვილნიუს KM”-ს და ლატვიურ “ლიეპაიას” დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული