საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარული გუნდიც დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალში მორიგი მატჩი მოიგო და ფინალს მიუახლოვდა. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდი ვილნიუსში მიმდინარე ამ ასაკის საუკეთესო გუნდების სეზონის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობს და პირველ დღეს ორივე გამარჯვება მოიპოვა.

ლიეტუვური “ვილნიუს KM-2005”-ის დამარცხების შემდეგ ქართველებმა ბულგარულ “ბუბა ბასკეტსაც” მოუგეს – 75:69 (სტატისტიკა). საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად ჩაატარა მატჩის პირველი 3 პერიოდი, რის შემდეგაც 20 ქულით დაწინაურდა. ბოლო პერიოდში ქართველებმა მომავალი პრინციპული მატჩებისთვის ძალები დაზოგეს და მეტოქემ ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა.

ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგი
კვლავ გოგიტა ბუკიამ დააფიქსირა: 17 ქულა, 7 მოხსნა. ნიკოლოზ აბულაძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. 9 ქულა მიითვალა ლუკა მუჯირიშვილმა, ხოლო 8-8 ქულა ნიკოლოზ გურგენიძისა და ნიკოლოზ ფუტურიძის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის დარჩენილ 2 შეხვედრას 14 მაისს – თბილისის დროით 10:00 და 18:00 საათებზე ჩაატარებს. პირველ მატჩში ჩვენი მეტოქე “ვილნიუსი KM” იქნება, ხოლო დასკვნით შეხვედრაში ჩერქეზიშვილ-ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდი ლატვიურ “ლიეპაიას” დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ სუპერფინალის მონაწილე 10 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული. ერთი წრის შემდეგ გუნდები დაკავებული ადგილების მიხედვით მოიპოვებენ საპრიზო მატჩში მონაწილეობის უფლებას. ჯგუფის გამარჯვებულები ფინალში ითამაშებენ, მეორე ადგილებზე გასულები კი მე-3 ადგილისთვის შეერკინებიან. გათამაშდება ტურნირის V, VII და IX ადგილებიც.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული