საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის ფინალშია

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის მოგების ზღვარზეა. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ვილნიუსში მიმდინარე ტურნირზე ჯგუფის დარჩენილი 2 შეხვედრაც მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ ლიეტუვური “კლაიპედა” ეყოლება.

ქართველებმა სუპერფინალური ტურნირის პირველ დღეს ლიეტუვური “ვილნიუს KM-2005” და ბულგარული “ბუბა ბასკეტი” დაამარცხეს. დღეს კი ჯერ “ვილნიუს KM”-ს, შემდეგ კი ლატვიურ “ლიეპაიას” სძლიეს. პირველ შეხვედრაში ჩერქეზიშვილი-ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში – 74:66 აჯობა. ჩვენებს გოგიტა ბუკიამ 31 ქულით ულიდერა. 12 ქულა ლუკა მუჯირიშვილმა მიითვალა.

დღის მეორე შეხვედრა
კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრები ლიდერის – გოგიტა ბუკიას გარეშე თამაშობდა და საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში მაინც იმარჯვა – 57:54. ბუკიას უთამაშებლობის მიზეზი წინა მატჩში მიღებული დაზიანება იყო. მას ლიეტუვურ გუნდთან მატჩში მეტოქის იდაყვი ცხვირში მოხვდა.

“გოგიტა ბუკიამ ცხვირში ძლიერი დარტყმა მიიღო, თამაში დატოვა და ის კლინიკაში, გამოკვლევაზე წავიყვანეთ – გვაცნობა ვილნიუსიდან ჩვენი ნაკრების ექიმმა თორნიკე გოგიჩაიშვილმა – საბედნიეროდ, მოტეხილობას გადარჩა, თუმცა ჰემატომის გამო ჯგუფის ბოლო თამაშში მისი დასვენება გადავწყვიტეთ. რისკზე წასვლას ჯობდა გოგიტას დაესვენა და ფინალისთვის მზად ყოფილიყო. ის ხვალ, ფინალურ მატჩში მოედანზე იქნება”.

ბუკიას არყოფნაში ჩვენს ნაკრებს ალექსანდრე აბულაძემ ულიდერა, რომელმაც “ლიეპაიას” 19 ქულა ჩაუგდო. 12 ქულა დააგროვა ლუკა მუჯირიშვილმა. ფინალური მატჩი 15 მაისს, თბილისის დროით 13:30 საათზე გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი , იმ ყველაფრის გათვალისწინებით , რა კვალიფიკაციის მწვრთნელები მუშაობენ ბავშვებთან . არ შეიძლება მხოლოდ მაღლების და ფარქვეშა კალათბურთის თამაში , ეგ გასული საუკუნის სტილია , რომელსაც აღარავინ იყენებს , ევროპული კალათბურთიც გადავიდა უკვე პერიმეტრის მაქსიმალურად დატვირთვაზე . ჩვენ ვერ ან არ ვზრდით გამთამაშებლებს და ეს ყველა ასაკობრივ ნაკრებს ეტყობა , ეროვნული ნაკრების ჩათვლით . არადა , თუნდაც ამ ასაკსი , რამდენიმე ძალიან კარგი გამთამაშებელი გვყავს , თუმცა ნაკრებს არ აკარებენ , აქ სულ პარლამენტარებისა და ბიზნესმენების შვილები თამაშობენ . მასე გააგრძელეთ , ძალიან წინ წავალთ !!!
ATP 16
11:55 16-05-2022
0
ფინალის სტატისტა რომ ნახოᲗ გამოიტანᲗ დასკვნას..6 ასისტი 3 ბავᲨვი 0 წუᲗი დანარᲩენები წუᲗები ბევრი მაგარმ ქულები 0.
რას ვეᲫებᲗ და რა გვინდა საერᲗიდ Თუ ვხვდებიᲗ...ასე გვინდა კალაᲗბურᲗის განვიᲗარება...როდის უნდა მორᲩეს ეს ყველაფერი...
მოა
19:04 15-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული