საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ლიგის ვერცხლისპრიზიორია

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის ვიცე-ჩემპიონია. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარებული ტურნირის ფინალში ადგილობრივ კლუბ “კნასიაუს კლაიპედასთან” დამარცხდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთებზე, ლიეტუველთა სასარგებლოდ გადაწყდა – 90:83.

პირველი პერიოდი ფრედ – 17:17 დამთავრდა, ხოლო მეორეში ჩვენებმა იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 45:41. მესამე პერიოდიდან კლაიპედელთა უპირატესობა გამოიკვეთა და მასპინძლებმა ჯერ ჩამორჩენა აღმოფხვრეს, შემდეგ კი დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ქართველებმა თამაში ვეღარ გამოასწორეს და დამარცხდნენ.

ფინალური მატჩის შემდეგ
გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ჩვენი ნაკრების წევრი გოგიტა ბუკია სუპერფინალის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. ფინალურ მატჩში ბუკიამ 28 ქულა ჩააგდო, მასზე მეტი კი ნიკოლოზ აბულაძის ანგარიშზეა – 35. ამათ გარდა, კლაიპედელებთან მატჩში კიდევ სამმა კალათბურთელმა მოაგროვა ქულები: ლუკა მუჯირიშვილი – 9, ალექსანდრე დაუშვილი – 6 და ვაჟა კეჭაყმაძე – 5.

gbf

altსაქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის ფინალშია

altსაქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარული გუნდიც დაამარცხა

altსაქართველოს U16 ნაკრებმა ევროპის ლიგის სუპერფინალის პირველი მატჩი მოიგო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული