U20. საქართველოს ნაკრებმა მაკედონიასთან გადამწყვეტი მატჩი წააგო

AutoSharing Option
თბილისში, ევროპის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 73:76 დამარცხდა და ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

მესამე მეოთხედის დასაწყისში მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი 13 ქულით დაწინაურდა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მარცხი განიცადა.

ჩვენი გუნდიდან 19-19 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილმა და ვლადიმერ სალარიძემ (პლუს 10 მოხსნა) ჩააგდეს, 15 - ლუკა ლიკლიკაძემ, ხოლო 9-9 - ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და ლევან ქვარცხავამ.

საქართველოს ნაკრები 23 ივლისს მე-9 ადგილისთვის მატჩში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რამდენი მატჩი მიყურებია და ასეთი არაფერი მინახავს სანამ ჩვენები მეხუთე ფოლს აიღებდნენ ოთხივე მეოთხედში თითქმის პირველი 4 ჯარიმა ყველა სასროლი აიღეს პლიუს უამრავი ფოლი როცა ბონუსში ვიყავით და კი ქონდათ ჩაგდებული 23 ჯარიმა რაც 73 % გამოვიდა ჩვენ კი მხოლოდ 9 და 12 ავაცილეთ თუ 13 თან 14 ქულა გავანიავეთ პს ისევ მაკედონია
ნოდო
20 ივლისი 2022 22:56
3

სიახლეები პოპულარული