U20. საქართველოს ნაკრებმა მაკედონიასთან გადამწყვეტი მატჩი წააგო

AutoSharing Option
თბილისში, ევროპის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 73:76 დამარცხდა და ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

მესამე მეოთხედის დასაწყისში მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი 13 ქულით დაწინაურდა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მარცხი განიცადა.

ჩვენი გუნდიდან 19-19 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილმა და ვლადიმერ სალარიძემ (პლუს 10 მოხსნა) ჩააგდეს, 15 - ლუკა ლიკლიკაძემ, ხოლო 9-9 - ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და ლევან ქვარცხავამ.

საქართველოს ნაკრები 23 ივლისს მე-9 ადგილისთვის მატჩში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბიჭებო, იცოდეთ გული არ გაიტეხოთ. ეს ტრაგედია არ არის... გადამწყვეტ მატჩში, პრინციპულ მეტოქესთან, როცა ათასობით მაყურებელი გგულშემატკივრობს, თანაც სახლში... და წააგეებ, ვიცი გამომიცდია, მაგრად ტეხავს... მაგრამ არაუშავს, ვინც წაგების სიმწარე არ იცის, ის ვერც გამარჯვების სიხარულს აღიქვამს ჯეროვნად... თქვეენ სამწუხაროდ, ნაადრევად ირწმუნეთ გამარჯვება და მაგიტომაც მოხდა ა რ მ ო ს ა ხ დ ე ნ ი. თუმცა, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ შესაძლოა, ჩრ. მაკედონიასთან(ჯერ მაკედონია რა არის და მერე იმის ,,ჩრდილო''), ამ მატჩში, შესაძლოა დიდი ანგარიშითაც გაგვემარჯვნა... ახლა, მთავარია სწორი დასკვნები და შეცდომები აღარ გავიმეოროთ... დაიმახსოვრეთ ბიჭებო, პირველ რიგში საკუთარ თავებზე იმუშავეთ, ბევრი ოფლი უნდა დაღვაროთ... დაიმახსოვრეთ, ძალიან ბევრი სელექციონერი სპეციალურად გაკვირდებათ და თქვენი მომავალი დასავლეთის კალათბურთს უნდა დაუკავშიროთ.... გფარავდეთ უფალი...
გიორგი 50
12:36 22-07-2022
0
ნაკრების 3 თამაში ვნახე ,იმსახურებდა ეს ნაკრები გამარჯვებას ? , შემთხვევით რომც მოგვეგო მაკედონიისთვის? მე მგონი არა. არც სროლები, არც ხასიათი, არც ტაქტიკა, არც უნარები, მარტო ინდივიდუალური მცდელობები და ეგეც დაბალ დონეზე, ძირითად ნაკრებშიც ეგ პრობლემაა, მაგრამ 3-4 კალთბურთელი ,,ქაჩავს" შერმადინი, თოკო, ტედი და ბოლო თამაშში რატი, სამწუხაროდ ესენიც არასტაბილურები არიან, იგივე პრობლემაა 18 და 16 წლიანებშიც, გუნდური სახეობებში სხვა ტაქტიკა და უნარები ჭირდება, ეს უკვე მწვრთნელების კომპეტენცია, რაც არც ერთ თამაში არ იკითხებოდა, მოთამაშე როცა ჟონგლიორობს, კაი ბიჭობას ცდილობს და აფლავებს ზედიზედ მომენტებს, კარგავს ბურთს უაზროდ- არ უნდა დატოვო მოედანზე, შემცვლელი არ გყავს? ე.ი, შენადგენლობა არ გაქვს სწორედ შერჩეული, ან სათანადო ფსიქოლოგიური და აღმრზდელობითი მუშაობა არ გაქვს ჩატარებული და ა.შ. ყველაფერში მინუსია...პატარებს მაინც მიხედეთ სადამ დაგვიანებულა..
გუსანი
16:01 21-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული