U20. საქართველოს ნაკრებმა მაკედონიასთან გადამწყვეტი მატჩი წააგო

AutoSharing Option
თბილისში, ევროპის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 73:76 დამარცხდა და ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

მესამე მეოთხედის დასაწყისში მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი 13 ქულით დაწინაურდა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მარცხი განიცადა.

ჩვენი გუნდიდან 19-19 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილმა და ვლადიმერ სალარიძემ (პლუს 10 მოხსნა) ჩააგდეს, 15 - ლუკა ლიკლიკაძემ, ხოლო 9-9 - ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და ლევან ქვარცხავამ.

საქართველოს ნაკრები 23 ივლისს მე-9 ადგილისთვის მატჩში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ვინც ცოტას მაინც ერკვევა დამეთანხმება არანაირად იმსახურებდა ეს ნაკრები ა დივიზიონში გადასვლას რომც მოეგო, ეს დავწერე 2 თამაშის შემდეგ,კოსოვოსთან არც ვუყურე, დეტალებზე არ დავწერ, ვინც ერკვევა თავადაც შეამჩნევდა, ვინც ვერა არც ჩემს ნათქვამს გაიაზრებს და ურაპატრიოტული აღტკინებთ გამაკრიტიკებს, სროლა რომ არ ვიცით ეს არახალია, მაგრამ საჭირო დროს საჭირო ქმედებებიც რომ ვერ გამოავლინა ნაკრებმა ეს უკვე კატასტროფაა, რაც პირდაპირ მიუთითებს სამწვრთნელო შტაბის უსუსურობაზე, ზოგიერთი მოთამაშეს სათამაშო უდისციპლინობაც მკაფიოდ იკევთებოდა და მაინც მოედანზე რჩება, რატომ? მაშინ აღიარონ რომ არ გვყავს კადრი, სროლა რომ არ გვაქვს ერთია, მაგრამ დისციპლინა? იყო მომენტები რომ წინასწარ იკითხებოდა ბურთის დაკარგვა ისე უპასუხიმგებლოდ ათამაშებდნენ ბურთს, და შედეგიც არ აყოვნებდა, მწვრთნელს კი არაფერი ქონდა თადარიგში.... მოკლედ ტყუილად ვიშლით ნერვებს, იმიტომაც არც გადაიცემოდა ტვ არხებით.....ცუდი კი ის არის რომ იგივე დონეეა 18 და 16 წლიანებიცმ, არანაირი პერსპექტივა, მარტო ეგო...-ჭიას იხარებებენ ბიჭები და ფედერაცია........
გუსანი
23:12 20-07-2022
0
რამდენი მატჩი მიყურებია და ასეთი არაფერი მინახავს სანამ ჩვენები მეხუთე ფოლს აიღებდნენ ოთხივე მეოთხედში თითქმის პირველი 4 ჯარიმა ყველა სასროლი აიღეს პლიუს უამრავი ფოლი როცა ბონუსში ვიყავით და კი ქონდათ ჩაგდებული 23 ჯარიმა რაც 73 % გამოვიდა ჩვენ კი მხოლოდ 9 და 12 ავაცილეთ თუ 13 თან 14 ქულა გავანიავეთ პს ისევ მაკედონია
ნოდო
22:56 20-07-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული