U20. საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა

AutoSharing Option
თბილისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები IX-XVI ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას და პირველ მატჩში ნიდერლანდები 67:53 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან ყველაზე შედეგიანები ლუკა ლიკლიკაძე (16 ქულა) და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (13) იყვნენ. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი 17 ქულით ნიდერლანდელი ჯორიამ საიზონუ გახდა.

მეცხრე ადგილისთვის შეხვედრას მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი ალბანეთისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცუდი თამაში არ იყო. თავისი ხარვეზებით და ედვანსებით... ბიჭებს მინდა გავუმეორო, ალბათ კითხულობენ გულშემატკივრების კომენტარებს, საყვედურებს, რჩევეებს... ბიჭებო, მაქვს კარგი ინფორმაციები, რომ ძალიან ბევრი საზღვარგარეთელი გუნდის სელექციონერები და მწვრთნელები გაკვირდებიან... ეს არის სპორტული პოდიუმი, თქვენი კარიერა დასავლეთის სპორტულ სამყაროს უნდა დაუკავშიროთ და ამისათვის თქვენს წონაზე მეტი ოფლი უნდა დაღვაროთ, უნდა გაუძლოთ ცდუნებებს, რათა ასახელოთ საკუთარი თავი და საქართველო...
გიორგი-50
12:40 23-07-2022
1
ვერ გავიგე, ვინ ზრდის ამ მამუკელაშვილებს და ბითაძე- შენგელიებს თუ ახალგაზრდული ნაკრებების გამწვრთნელი მწვრთნელები არ გვყავს? შეიძლება ისეთ ნაკრებს საზღვარგარეთიდან მწვრთნელი დაუქირაო თუ ევროპაში მეცხრე ადგილი მათთვის საბრძოლია?
ჟორა გაბრიჭიძე
23:35 22-07-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული