საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, B დივიზიონში უკანასკნელ მატჩში კოსოვო 116:79 დაამარცხა და საბოლოოდ ტურნირზე მე-11 ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული ნიკოლოზ გაფრინდაშვილი იყო, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო - 11-დან 8 სამქულიანი. მერაბ შენგელიამ 20 ქულა ჩააგდო, ვლადიმერ თავქარიშვილმა და ვლადიმერ სალარიძემ კი - 16-16.
მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი A დივიზიონში გადასვლას გეგმავდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.