საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოლდოვაც დაამარცხა

AutoSharing Option
26 ივლისს ანდორაში გოგონათა შორის ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის C დივიზიონი დაიწყო. ტურნირში ქართულ ნაკრებთან ერთად სულ 6 გუნდი: ალბანეთი, ანდორა, გიბრალტარი, მალტა და მოლდოვა მონაწილეობენ.

18 წლამდე გოგონათა გუნდმა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულა. ჩვენმა გოგონებმა გუშინ ჯერ გიბრალტარი, დღეს კი მოლდოვა დამაჯერებელი ანგარიშით, 75:32 დაამარცხეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. 2 თამაშის მოგების შემდეგ 18-წლამდელთა გუნდმა პირდაპირ ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება მიიღო და მეტოქის გარკვევას ელოდება. ჩვენი მეტოქე მალტასა და მოლდოვას შორის ნახევარფინალში გასასვლელ საკვალიფიკაციო მატჩში გამოვლინდება.

ქართველებს
შორის საუკეთესო შედეგი კვლავ ლიკა კვირკვიას ჰქონდა, რომელმაც 14 ქულა და 17 მოხსნა, 2 გადაცემა, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია სალომე სვანის თამაშიც, რომელიც 19 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. 5 შედეგიანი გადაცემაა ეკა წივწივაძის ანგარიშზე.

18 წლამდე გოგონათა გუნდი შემდეგ შეხვედრას 30 ივლისს გამართავს. მისი მოწინააღმდეგე კი ნახევარფინალის საკვალიფიკაციო თამაში, 29 ივლისს გაირკვევა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
კვირკვია კი არა კვირკველია არის
გია
14:49 28-07-2022
1

სიახლეები პოპულარული