საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგიასაც დამაჯერებლად მოუგო

AutoSharing Option
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ნორვეგიას 71:51 მოუგო. შეგახსენებთ, რომ ტურნირი გუშინ, პოლონეთის ქალაქ პლოეშტში დაიწყო და სადებიუტო მატჩში ქართველებმა კოსოვო 27 ქულით გაანადგურეს, დღევანდელი გამარჯვებით კი “ბ” ჯგუფში გალიდერდნენ.

აღსანიშნავია, პირველ მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრები 11 ქულით ჩამორჩებოდა. ნორვეგიელი ამარ პინჯოს ზუსტი სროლის შემდეგ სკანდინავიელები 27:16 დაწინაურდნენ, რაც ხელჩასაჭიდი ლიდერობა გახლდათ. როგავას გუნდმა დიდ შესვენებამდე დარჩენილ დროში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა და მესამე პერიოდიდან მეტოქის
რბევას მიჰყო ხელი. მესამე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 23:7 მოიგო, 10 ქულით დაწინაურდა და დარჩენილ დროში უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

მატჩის საუკეთესო შედეგი გიორგი ოჩხიკიძემ დააფიქსირა, რომელმაც 22 ქულა, 6 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, მისი შეჩერება სკანდინავიელებს არ გამოუვიდათ. 11 ქულა მოაგროვა ვატო გაჩეჩილაძემ, ხოლო 8-8 ქულა სამმა კალათბურთელმა – სანდრო კასაბურმა, ლუკა ალავიძემ და ლუკა კუჭუხიძემ.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 31 ივლისს, ბულგარეთთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგ კომბინაციური კალათბურთი თავისით არმოვა. ნახევარზე მედი ფულიანი მამიკოს წყალობით რო არი სხვადასხვა ასაკობრივებში მაგის ბრალია. ყველა ასაკობრივი ნაკრები ბ დივიზიონში გამოდის. დასკვნა თქვენთვის მომინდია
ქართველი
10:51 31-07-2022
0
ყველა ასაკში ერთიდაიგივე პრობლემაა , არანაირი კომბინაციური კალათბურთი , ინდივიდუალურ უნარებზე და მეტოქის შეცდომებზე გათვლილი თამაში , და ისევე როგორც წინა შეხვედრაში კოსოვოსთან , დღესაც იგივე , მიუხედავად წაგებისა , მეტოქე რიგ ეპიზოდებში უფრო გააზრებულად მოქმედებდა . უბრალოდ ეტყობათ , რომ კალათბურთი მათთვის იგივეა რაც ჩვენთვის ჰოკეი . საკალათბურთო ქვეყნებთან ძალიან გაგვიჭირდება მასე თამაში . შეცვალეთ მიდგობა და მოუხსენით 16 წლამდე ბავშვებს ყველანაირი სტრესი წაგებისა , ათამასეთ სიამოვნებისათვის და ყველა გაიხსნება და გამოაჩენს თავის ნიჭსა და უნარებს , აი მერე შეიძლება უკვე კომბინაციურ კალათბურთშიც ჩართო და შედეგიც მოსთხოვო , აღარ დაკომპლექსდება და ლაღად ითამაშებს და კიდევ ვინ მოიფიქრა კონტრშეტევის გაჩერება და პოზიციური შეტევაა !!! მოეშვით პროფესორობას , სწრაფი შეტევის გაჩერება არის ყველაზე დიდი სისულელე , რაც შეიძლება მოიფიქროო , არცერთ სპორტში არავინ არ აკეთებს მაგას !!!
ATP 16
22:40 30-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული