საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთს 10 ქულით მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბულგარეთში მიმდინარე ტურნირის მე-3 ტურში ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდი ესტონეთს შეხვდა და 10 ქულის სხვაობით – 69:59 სძლია. 2 მარცხის შემდეგ მოპოვებულმა გამარჯვებამ ქართველებს ჯგუფიდან გასვლის იმედი მისცა, თუმცა საამისოდ უნგრეთი ავსტრიასთან დამარცხდეს, ქართველებმა კი ავსტრიას დიდი სხვაობით მოუგონ.

წინ კიდევ 2 ტურია და მოვლენები შესაძლოა მრავალნაირად განვითარდეს. ამ ეტაპისთვის 3 მოგებით და წაუგებლად ბელგია ლიდერობს. 2 მოგება და 1 მარცხი უნგრეთსა და ავსტრიას აქვს. საქართველოს ნაკრებმა
პირველი გამარჯვება ესტონეთთან დამაჯერებლად მოიპოვა. საბოლოოდ 10-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ქართველებს პრობლემები არ შეჰქმნიათ. ჩერქეზიშვილისა და ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ლიდერობა მეორე პერიოდიდან მოიპოვა და თამაშის ბოლომდე მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა.

საქართველოს ნაკრებში 27 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ავთანდილ ბახტაძე. 12 ქულა ნიკოლოზ აბულაძემ მოაგროვა, ლუკა მუჯირიშვილმა და გურამ ცხადაძემ 7-7 ქულა მიითვალეს. 14 აგვისტოს ტურნირზე დასვენების დღეა, 15-ში კი საქართველო ავსტრიას შეხვდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან დაბალი დონის კალათბურთს აჩვენებენ უ 16,18.20.არავითარი გუნდურობა,ბრძოლის ჟინი,დისციპლინა,ტაქტიკა არ ჩანს. საჯარიმოებს,სამქულიანებს ვერ აგდებენ.ეს კალათბურთი არც არის
კახა
11:20 17-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული