საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე თამაში მოიგო. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდი კვიპროსელ თანატოლებს დაუპირისპირდა და 92:65 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. ამით დასრულდა ჯგუფური ეტაპი, რომელშიც საქართველომ 2 მატჩი მოიგო, 3 დათმო და მე-4 ადგილი დაიკავა.
კვიპროსთან მატჩში 20 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო ნიკოლოზ აბულაძე იყო. 18 ქულაა გურამ ცხადაძის ანგარიშზე, 17 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ავთანდილ ბახტაძემ, ხოლო 11 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა თემურ კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარეობს
16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი, რომელშიც 22 გუნდი მონაწილეობს და მათგან 3 საუკეთესო A დივიზიონის საგზურს მოიპოვებს. საქართველოს 16 წლამდელთა გუნდი ასპარეზობას 9-22 ადგილებისთვის განაგრძობს და შემდგომ საკვალიფიკაციო თამაშს ჩეხეთის წინააღმდეგ, 18 აგვისტოს 19:15 საათზე გამართავს.

GBF.GE