18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჯგუფური ეტაპი დასრულდა

AutoSharing Option
დასრულდა საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპი, რომელმაც ის 16 გუნდი გამოავლინა, რომლებიც A ლიგაში გასასვლელი 8 ადგილისთვის იბრძოლებენ. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონიდან ასაკობრივი ჩემპიონატები (14, 16 და 18-წლამდელები) ახალი სისტემით ტარდება. თითოეულ ლიგაში იქნება A, B და გუნდებისგან, მოთხოვნილების არსებობის შემთხვევაში, C ლიგები, რომლებშიც გუნდები თავდაპირველად საკვალიფიკაციო ეტაპის საშუალებით განაწილდებიან, მომდევნო წლებში კი შედეგებიდან გამომდინარე მოხდება ლიგებში ანაცვლება და შესაბამისად, დაქვეითება. 

მთავარი პრინციპი იქნება ის, რომ A ლიგაში 1 საკალათბურთო სკოლას 1 გუნდზე მეტი არ ეყოლება და უმაღლესი
ლიგა, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონი უნდა გამოავლინოს, მაქსიმალურად დაბალანსებული იქნება. 18-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგაში 14 გუნდი ითამაშებს, რომელთაგან 6 ადგილი რეგიონებს კვოტირების პრინციპით გადაეცათ. დარჩენილი 8 ადგილისთვის საკვალიფიკაციო ტურნირი მიმდინარებს, რომლის ჯგუფური ეტაპის დასრულებას ეხება სწორედ ეს სტატია.

შექმნილი იყო 7 სამგუნდიანი და 1 ოთხგუნდიანი ჯგუფი. თითოეულიდან პლეი-ოფში გავიდა 2 საუკეთესო. შესაბამისად, მივიღეთ 16 გუნდი, რომლებიც ჯგუფების თანმიმდევრობის მიხედვით დაწყვილდნენ (A1-B2, A2-B1 და ასე შემდეგ) და ორრაუნდიანი სერიის შედეგად გამოავლენენ საუკეთესოს. წყვილებში გამარჯვებული 8 გუნდი მოიპოვებს 18-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგის საგზურს. 

ერთი გამარჯვებული ცნობილია. ეს გახლავთ "ოვერტაიმი 1", რომელიც პლეი-ოფში "ოვერტაიმი 2"-ს შეხვდა და კლუბის ხელმძღვანელობის სურვილის გათვალისწინებით, ამ გუნდების სერია არ შედგება, გამარჯვება პირველ გუნდს მიენიჭება. დანარჩენი წყვილები კი ასე გამოიყურებიან.

სერია 2-მატჩიანია. მატჩები შესაძლებელია ფრედ დასრულდეს. ანგარიშში 2 მატჩის შედეგი მიიღება და თუკი ამ შემთხვევაში დაფიქსირდება ფრე, დამატებითი ხუთწუთეული იმ შემთხვევაში დაინიშნება. სერიაში გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც 2 მატჩის ჯამში მეტ ქულას მოიპოვებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული