16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე საასპარეზოდ გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე სამონაწილეოდ ლატვიის ქალაქ ვალმიერაში იმყოფება. როგორც წესი, ჩვენი გუნდი ერთ წრეს ითამაშებს, რომლის განმავლობაშიც 5 მატჩს გამართავს და თბილისში დაბრუნდება. ეს გახლავთ ევროპის 16-წლამდელთა ახალგაზრდული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე, ხოლო პირველი ჩვენმა გუნდმა გასული წლის 27-30 ოქტომბერს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართა, სადაც 5-დან 3 მატჩი მოიგო.

მეორე წრე ქართველებმა დასანანი მარცხით გახსნეს. ჩვენი ნაკრების მეტოქე ტურნირის მასპინძელი "ვალმიერას" გუნდი იყო, რომელმაც ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილი გუნდი დაძაბულ ბრძლაში, 2 ქულის
სხვაობით – 64:62 დაამარცხა. ეს გახლდათ დევის ბერტრანსის აკადემიის გუნდი, რომელიც ქალაქ ვალნმიერაში მდებარეობს. რერტრანსიც ვალმიერაშია დაბადებული და თავის ქალაქში საკალათბურთო აკადემია გახსნა. ჩვენიანთაგან 12 ქულით ბომბარდირი გერა ჭეიშვილი გახდა, 9-9 ქულა გიორგი ნიკოლაევმა და სანდრო კვერნაძემ მიითვალეს. საერთო სარგებლიანობით კი საუკეთესო მამუკა ასათიანი იყო, რომელმაც 8 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

მეორე მატჩს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები დღეს, მეორე ლატვიურ გუნდ DNS-თან გამართავს და ამ მატჩის ლაივ-ტრანსლაციის ყურება შემდეგ ბმულზე


ჩვენი გუნდი ვალმეირაში კიდევ 3 მატჩს გამართავს: 
საქართველო 2007 – ცესისი (ლატვია) 14 იანვარი, 12:30
რიზდენე (ლატვია) – საქართველო 2007 14 იანვარი, 18:30
საქართველო 2007 – ვილნიუსი (ლიეტუვა) 15 იანვარი, 13:00


საქართველო 2007 ლიეტუვაში ამ შემადგენლობით იმყოფება:

გიორგი ნიკოლაევი, ლუკა ტაბაღუა, გიორგი ცაგარეიშვილი, დავით შელია, სანდრო კვერნაძე, ნიკოლოზ კუპატაძე, გიორგი გოგოლაძე, თენგო ენუქაშვილი, გიორგი ჭირაქაძე, გერა ჭეიშვილი, ნიკოლოზ კობაიძე, მამუკა ასათიანი

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ცინცაძე, ასისტენტი: ლევან ტყეშელაშვილი

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
მამიკოს და დედიკოების ნაკრები შეილიასი კალაძეს ნათლულები ფულიანი ბავშვებისგან შემდგარი გუნდი...სამარცხვიანოა ფედერაციის საქციელი
გიორგი
20:02 14-01-2023
2
დადეთ ყველა შედეგი და მიხვდებით რაშიც არის საქმე 5 დან 4 წაგება ...ორი წაგება 30 ქულით ...ეს მარაზმია და საშინელება...ფეხბურთი მახსენდება 2004 წლიდან 2018 წლამდე სულ მამიკოს ბიჭები იყვნენ და ახლა მიხვდნენ,რომ მიდგომა შეცვლილიყო და მალადეც კობიაშვილი...კალათბურთში კარგად მახსოვს 2003 წლიდან რაც დაიწყო ლიპარტელიანმა და რა გუნდი შეკრიბა იმ გუნდის ბიჭები დღესაც თავის საქმეს აკეთებენ...2014 წლიდან კიდო დაიწყო მეგობრების, შვილების ,ფულიანი მამიკოს ბავშვების წინ წამოწევა და უკან დარჩნენ პერსპექტიული ბავშვები.დღეს აკადემიები ბიზნესზე არიან გადასულები და ბავშვების ვარჯიშებზე.მე გამოვცადე ჩემს თავზე.შედიგიც სახეზეა..არადა ზაფხულში ევროპა იწყება და ამგუნდით უნდათ გასვლა.
არადა ამ გუნდიდან 7 კაცია გასაშვები და უპატრონო ბავშვობიდან რომ ამოარჩიან შედეგს დაადებენ...კატასტროფაა კატასტროფა.და ბოლოს სანიკიძე დამოკიდებულება და გაბრიჩიძის დამოკიდებულება შეადარეთ კობიაშვილის მიდგომას...მერე მიხვდებით რაც ხდება კალათბურთში.
მოქალაქე
13:48 15-01-2023
0

სიახლეები პოპულარული