16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე საასპარეზოდ ესტონეთში იმყოფება

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე მონაწილეობისთვის ესტონეთის ქალაქ ტარტუში იმყოფება. როგორც წესი, ჩვენი გუნდი ერთ წრეს ითამაშებს, რომლის განმავლობაშიც 5 მატჩს გამართავს და თბილისში დაბრუნდება. ეს გახლავთ ევროპის 16-წლამდელთა ახალგაზრდული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მესამე და ბოლო წრე, რის შემდეგაც, თუკი მოწინავეთა შორის მოხვდება, ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებს.

ჩვენმა გუნდმა პირველი წრე გასული წლის 27-30 ოქტომბერს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართა, სადაც 5-დან 3 მატჩი მოიგო. წარუმატებელი გამოდგა მეორე წრე, რომელსაც ამა წლის 12-15 იანვარს ლატვიის ქალაქმა ვალმიერამ უმასპინძლა და
ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა ქართველებმა 5-დან 1 მატჩი მოიგეს. შედეგად, 2 წრისა და 10 ტურის შედეგებით საქართველოს ნაკრებს 4 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და 16-გუნდიანი ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველ დივიზიონში მე-9 ადგილზეა.

ტარტუში საქართველოს მეტოქეები იქნებიან კაუნასის "ჟალგირისი", ნორვეგიული “ბოლერ ოსლო”, მასპინძელი ტარტუს უნივერსიტეტის გუნდი, ესტონური “რეინარი” და ლატვიური “აუდიენტასი”.

პირველ მატჩში ჩვენი გუნდი ლიეტუვურ გრანდს შეხვდა და 59:90 (სტატისტიკა) დამარცხდა. ჩვენს გუნდში ყველაზე მეტი, 10 ქულა, ლუკა ტაბაღუამ მოაგროვა. შემდეგი მეტოქე ნორვეგიული “ბოლერ ოსლო” იქნება, რომელსაც ჩვენი გუნდი თბილისის დროით 17:00 საათზე დაუპირისპირდება.

ჩვენი გუნდის კალენდარი ასე გამოიყურება:

საქართველო-ბოლერ ოსლო 17:00, 10 მარტი
ტარტუ-საქართველო 14:00, 11 მარტი
საქართველო-რეინარი 21:30, 11 მარტი
საქართველო-აუდიენტასი 12:30, 13 მარტი

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ილია სულაძე, ნიკოლოზ კობაიძე, ლუკა ტაბაღუა, გიორგი ნიკოლაევი, შიო შიოშვილი, დავით ვაშაკიძე, გერა ჭეიშვილი, დავით მირზაშვილი, ლუკა ლომიძე, ავთანდილ ხანიშვილი, თენგო ენუქაშვილი, მამუკა ასათიანი

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ცინცაძე

მწვრთნელის ასისტენტი: ლევან ტყეშელაშვილი

ექიმი: გიორგი ცინცაძე

მენეჯერი: გივი სანაძე

GBF
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ ხართ ქართული სპორტის განვითარებისთვის რომ წავიდა ნაკრები ის ოჯახიანად დაწერეთ და შედეგებიც დაწერეთ და სტატისტიკა.
და კიდო ვულოცავ ფედერაციას 2007 ნაკრების წაგებას.მაინც უხარიათ წაგება რაც დიდ გუნდს შეემთხვა.
არ დაბლოკოთ
19:00 10-03-2023
1
80-59 წააგეს უკვე..
ლეო
18:32 10-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული