14-წლამდელთა A ლიგის 12 გუნდი ცნობილია | ბრძოლა 2 საგზურისთვის პლეი-ოფში გრძელდება

AutoSharing Option
დასრულდა 14-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი, რომელიც ახალი სისტემით პირველად ჩატარდა. ახალი სისტემა გულისხმობს 14, 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატების 3 ლიგად ჩატარებას (თუკი გუნდების რაოდენობა საკმარისი იქნება), რომელთაგან A ყველაზე ძლიერი იქნება (და ქვეყნის ჩემპიონს გამოავლენს), B-ს რიგითობით მომდევნო სტატუსი ექნება და C იქნება ყველაზე დაბალი რანგის, რომელში მონაწილეობაც გუნდებს ნებაყოფლობით, საკვალიფიკაციოს გავლის გარეშე შეეძლებათ.

14-წლამდელთა ჩემპიონატში არსებული გუნდების რაოდენობა საშუალებას იძლევა, ჩატარდეს სამივე – A, B და C ლიგა. შესაბამისად, ეს ტურნირი გახლავთ ახალი საშეჯიბრო სისტემის სადემონსტრაციოდ კლასიკური მაგალითი.
საკვალიფიკაციო ეტაპში 39 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან საუკეთესო 11 გუნდს 14-წლამდელთა A ლიგის საგზური ერგება. შეგახსენებთ, რომ ამ ასაკში 3 რეგიონის გუნდს – ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს A ლიგის საგზური კვოტირებით, დებულების შესაბამისად გადაეცათ. გამომდინარე იქიდან, რომ A ლიგაში 14 გუნდი თამაშობს, საკვალიფიკაციოდან საუკეთესო 11 გუნდის გამოვლენა იყო საჭირო.

საკვალიფიკაციო ტურნირის დებულების თანახმად, 12 ჯგუფში განაწილებული გუნდებიდან 9 საუკეთესო პირველადგილოსანი პირდაპირ მიიღებდა A ლიგის საგზურს, დარჩენილი 2 საგზურისთვის კი დარჩენილი 3 პირველადგილოსანი და 5 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი-ოფში იბრძოლებს. გუშინ დასრულებული საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპის შემდეგ ცნობილი გახდა ის 9 გუნდი, რომლებმაც უკვე მიიღეს "ა" ლიგის საგზურები და ის 8 გუნდიც, რომლებიც პლეი-ოფში დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებენ.

წარმოგიდგენთ იმ 9 საუკეთესო პირველადგილოსანს, რომლებმაც A ლიგის საგზურები უკვე მოიპოვეს:

ოვერტაიმი 1, ზაზა 1, მაკაბი 1, თბილისი ბასკეტი 1, ვინგსი 1, რუსთავის აკადემია, აკადემია 1, აია (ქუთაისი) და ჰიუნდაი.

აქ უნდა დავაზუსტოთ 2 მნიშვნელოვანი რამ:

პირველი: გამომდინარე იქიდან, რომ ჯგუფებში გუნდების არათანაბარი რაოდენობა იყო, საუკეთესო პირველი და მეორეადგილოსნების გამოსავლენად 4-გუნდიან (A, B და C) ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები შედეგები ანულირდა. ამ გზით, ყველა ჯგუფის ყველა I და II-ადგილოსანს ჩატარებული თამაშების თანაბარი ოდენობა დაუფიქსირდათ.

მეორე: საუკეთესო 9 პირველადგილოსანს შორის მოხვდა ზაზა ფაჩულიას აკადემიის 3 გუნდიდან 2, თუმცა, დებულების გათვალისწინებით, A ლიგაში ერთი სკოლის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს თამაშის უფლება. შესაბამისად, ზაზა 2-მა 9 საუკეთესო გუნდში ადგილი რიგითობით მომდევნო გუნდს – ჰიუნდაის დაუთმო, რომელიც შედეგებით მე-10 საუკეთესო პირველადგილოსანი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ A ლიგის დარჩენილი 2 საგზური პლეი-ოფის ფინალში გასულ გუნდებს გადაეცემათ. შესაბამისად, ჩატარდება 2 საპლეიოფო ეტაპი (მეოთხედფინალი და ნახევარფინალი) და თითოეული სერია 2-მატჩიანი იქნება. ზაზა 2 და ზაზა 3 პლეი-ოფში ითამაშებენ, თუმცა, იმავე დებულების თანახმად, უკონკურსოდ და თუკი პლეი-ოფის ფინალში გავლენ, ადგილს ნახევარფინალურ სერიაში დამარცხებულ თავის ოპონენტს დაუთმობენ. ესეც საპლეიოფო წყვილები და თამაშების ჩატარების თარიღები:

დებულების თანახმად, 11 საუკეთსო გუნდს მიღმა (A ლიგის საგზურების გარეშე) დარჩენილი რიგითობით 24 საუკეთესო გუნდი (12-35 ადგილებზე გასულები) 14-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგაში იასპარეზებს, ხოლო ბოლო – 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე ადგილებზე გასული გუნდები, ანუ ჯგუფების 4 უარესი შედეგის მქონე ბოლოადგილოსნები (გორი 1, გორი 2, დინამო 2, მაკაბი 2) C ლიგაში ითამაშებენ. ამ 4 გუნდის გარდა, C ლიგაში წარმოდგენილი იქნებიან ის გუნდებიც, რომლებმაც საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობა იმ მოტივით არ მიიღეს, რომ იმთავითვე "ც" ლიგაში ასპარეზობა ჰქონდათ გადაწყვეტილი და საამისოდ, საკვალიფიკაციოს გავლა, დებულების თანახმად, არ სჭირდებოდათ.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული