საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. კოტე ტუღუშის, დავით ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ მე-14 ადგილი დაიკავა. საუკეთესო სამეულში მოხვდა და A დივიზიონის საგზური მოიპოვა ტურნირზე ჩვენს ჯგუფში მყოფმა უკრაინამ, რომელმაც მე-3 ადგილისთვის მატჩში კიდევ ერთი თანაჯგუფელი შვედეთი დაამარცხა. ფინალში კი ჩეხეთმა ტურნირის მასპინძელი ჩრდილოეთი მაკედონია დაამარცხა. შესაბამისად, 2024 წელს A დივიზიონში ჩეხეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და უკრაინა ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ბოლო მატჩი ლატვიასთან გამართა. წინა დღეს ჩვენმა გუნდმა ირლანდიას 92:67 (სტატისტიკა) სძლია და მე-13
ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ლატვიასთან მატჩი ბალტიისპირელთა 6-ქულიანი გამარჯვებით – 99:93 (სტატისტიკა) დასრულდა, თუმცა ჩვენი გუნდი ბოლო პერიოდის წინ 26-ქულიან დეფიციტში იყო და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ჩანდა. საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა და მეტოქეს ბოლო ათწუთეულში 20-ქულით აჯობა, თუმცა საბოლოო წარმატებას ეს მონდომება არ ეყო.

ჩვენს გუნდში 20 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ბაქარი ბერეკაშვილი. 15-15 ქულა სერგი ნინუამ და გიორგი სულაბერიძემ მოიპოვეს.

ბოლო თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია ლუკა ლიკლიკაძეს, რომელიც ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ილიას ზუროსის გუნდს 21 ივლისიდან იტალიაში, შეკრებაზე მიჰყვება. მან 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ტრავმა მიიღო, რომელიც, საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 20-წლამდელები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, 9-16 ადგილებისთვის მატჩებში ლიკლიკაძეს პრევენციის მიზნით არ უთამაშია.

საქართველოს ნაკრები თბილისში 17 ივლისს, საღამოს დაბრუნდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ეს უკვე კარგად ხანია გრძელდება, თუ არ მიეხედა უარეს დღეში ჩავვარდებით. მიმხედავიც არავინაა, ფედერაციაში ტკბებიან რომ B ლიგაში მე14 ადგილი დავიკავეთ, ჟურნალისტები გატრუნულები არიან, ტკბილი ლუკმის დაკარგვა არ უნდათ.
დონ ჩიჩო
18 ივლისი 2023 07:02
0
მე-14 ადგილი ბ ლიგაში? დარჩა ქვემოთ ვინმე? ჩვენი სახელოვანი კალათბურთელები ალბათ საფლავში გადატრიალდებიან. სამწუხაროდ, კალათბურთის ფედერაცია პოლიტიკურ დანამატად, უფრო სწორად ხორცმეტად და უმაქნისთა ბუდედ იქცა. სამარცხვინო ლაქა ქართულ ყოფიერებაში.
თენგაბი
17 ივლისი 2023 22:02
1
ძან ცუდი თაობა მოდის
გოგა
17 ივლისი 2023 21:40
0
გამოსავალი არის მეორე ფედერაციის შექმნა და მეორე დატოვებული და უყურადღებო პერსპექტიული ბავშვების ნაკრები და ვნახოთ ვინ მოიგებს...გამოსავალი ეს არის.ამათზე ბევრად უკეთესი ბავშვები დატოვეს.
უნდა ვთქვა წინა წელსაც ეს ბავშვები იყვნენ და რა შედეგი წელს რა განვითარება ვნახეთ უარესი ამ ბავშვების.
მომო
17 ივლისი 2023 18:14
0
Gamosavali ufaso skolebia!!!!
Gia
17 ივლისი 2023 15:51
0
ეს შედეგი მოიტანა ნეპოტიზმა, როცა არ არის სამართლიანი არჩევა ასაკობრივ ნაკრებში და როცა მწვრთნელსაც არ აინტერესებს შედეგი, იმიტომ რომ იცის, რომ ფედერაცია არ მოსთხოვს პასუხს
სამწუხაროდ კალათბურთში ვისაც სიტყვა ეთქმის, ისინიც ჩუმად არიან
ევროპაში 20 წლამდე ნაკრები 30-ე ადგილას რომ იქნება, რა აქვთ საერთოდ სათქმელი

გოგა
17 ივლისი 2023 15:01
0
რა თქმა უნდა კალათბურთელების შვილები და მათი მეგობრის შვილები გაიზრდებიან ...სხვა ბავშვებზე არც კი განიხილავ.209სმ სიმაღლის ბავშვი ზის სახლში ზაზა ფაჩულიას აკადეემის გამო...არბათ იმიტომ რომ სხვა ბავშვი არ ჩაჯდეს ნაკრებში და მარტო მაჰათმა შვილება ითამაშონ
ბექას აბდულაისგან
17 ივლისი 2023 14:36
0
რამდენი წლისაა ეს ბავშვი?უკვე რამდენი ხანია წერთ!ან, მხოლოდ იქ თამაშობენ კალათბურთს?სხვაგან ითამაშოს.თუ ნიჭიერია,თავს მაინც გამოავლენს.ისე,მხოლოდ სიმაღლე,კალათბურთის კარგად სათამაშოდ,საკმარისი არ არის.არც მაინცდამაინც ნაკრებში აყვანაა აუცილებელი.კლუბშიც თუ დაინახეს ნიჭიერი და მაღალი ბიჭი,აუცილებლად გამოიყენებენ!
სოსო
18 ივლისი 2023 11:02
1
საზიზღრობაა, B ლიგა მე-14 ადგილი, ანუ რამდენი გვისწრებს. 16 A დივიზიონის, 13 B დივიზიონის. 29 ქვეყანა. ქორქიები, საკანდელიძეები, სხიერელები, უგრეხელიძეები, რომ გრემიტობდნენ მსოფლიოში, ევროპაში ნამდვილად 29 ქვეყანა არ თამაშობდა კალათბურთს. სირცხვილი...
alexandre
17 ივლისი 2023 14:00
1
ძალიან ბუნდოვანია საქართველოში კალათბურთის მომავალი,ერთადერთი ფაჩულიას შვილების იმედი მაქვს!!!
ბექა
17 ივლისი 2023 13:49
6
ფაჩულიას აკადემიამ 208სმ სიმაღლის ბავშვი გააფუჭა...და ახლა ზის სახლში არ ავარჯიშებდნენ და არ მოამზადეს
აბდულაი
17 ივლისი 2023 14:32
3
სამწუხაროდ რასაც თვალს ვადევნებ ყველა ასაკობრივი ნაკრებების შედეგები ასეთი დაბალი არასდროს ყოფილა. თან სულ უფრო უარესდება. რაღაც არის მოსაფიქრებელი და გასაკეთებელი. ბიჭებს კი მომავლში წარმატებას ვუსურვებ!
Irakli
17 ივლისი 2023 13:34
0

სიახლეები პოპულარული