საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. კოტე ტუღუშის, დავით ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ მე-14 ადგილი დაიკავა. საუკეთესო სამეულში მოხვდა და A დივიზიონის საგზური მოიპოვა ტურნირზე ჩვენს ჯგუფში მყოფმა უკრაინამ, რომელმაც მე-3 ადგილისთვის მატჩში კიდევ ერთი თანაჯგუფელი შვედეთი დაამარცხა. ფინალში კი ჩეხეთმა ტურნირის მასპინძელი ჩრდილოეთი მაკედონია დაამარცხა. შესაბამისად, 2024 წელს A დივიზიონში ჩეხეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და უკრაინა ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ბოლო მატჩი ლატვიასთან გამართა. წინა დღეს ჩვენმა გუნდმა ირლანდიას 92:67 (სტატისტიკა) სძლია და მე-13
ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ლატვიასთან მატჩი ბალტიისპირელთა 6-ქულიანი გამარჯვებით – 99:93 (სტატისტიკა) დასრულდა, თუმცა ჩვენი გუნდი ბოლო პერიოდის წინ 26-ქულიან დეფიციტში იყო და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ჩანდა. საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა და მეტოქეს ბოლო ათწუთეულში 20-ქულით აჯობა, თუმცა საბოლოო წარმატებას ეს მონდომება არ ეყო.

ჩვენს გუნდში 20 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ბაქარი ბერეკაშვილი. 15-15 ქულა სერგი ნინუამ და გიორგი სულაბერიძემ მოიპოვეს.

ბოლო თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია ლუკა ლიკლიკაძეს, რომელიც ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ილიას ზუროსის გუნდს 21 ივლისიდან იტალიაში, შეკრებაზე მიჰყვება. მან 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ტრავმა მიიღო, რომელიც, საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 20-წლამდელები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, 9-16 ადგილებისთვის მატჩებში ლიკლიკაძეს პრევენციის მიზნით არ უთამაშია.

საქართველოს ნაკრები თბილისში 17 ივლისს, საღამოს დაბრუნდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 16 /
რაზე მეცინა იცით ფედერაცია საკუთარ გვერდზე ულოცავს გუნდს მე14 ადგილს.Dდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
ეეე
12:14 17-07-2023
0
ეს შედეგი მოიტანა ნეპოტიზმა, როცა არ არის სამართლიანი არჩევა ასაკობრივ ნაკრებში და როცა მწვრთნელსაც არ აინტერესებს შედეგი, იმიტომ რომ იცის, რომ ფედერაცია არ მოსთხოვს პასუხს
სამწუხაროდ კალათბურთში ვისაც სიტყვა ეთქმის, ისინიც ჩუმად არიან
ევროპაში 20 წლამდე ნაკრები 30-ე ადგილას რომ იქნება, რა აქვთ საერთოდ სათქმელი

გოგა
15:01 17-07-2023
0

სიახლეები პოპულარული