საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ბოსნიის განადგურებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა გამარჯვებით გახსნა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი, რომელიც რუმინეთის ქალაქ პიტეშტში გუშინ დაიწყო. გახსნის დღეს ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ისვენებდა, რადგან 5-გუნდიან ჯგუფშია და კალენდრით, პირველ ტურში კენტად დარჩა.

ჩვენს ჯგუფში პირველ ტურში მასპინძელმა რუმინეთმა ავსტრია 72:50 გაანადგურა, ხოლო ისლანდიამ ბოსნია-ჰერცეგოვინას 73:62 მოუგო. საქართველოს პირველი მეტოქე ბოსნია გახლდათ, რომელსაც ჩვენმა გუნდმა 29 ქულის სხვაობით – 90:61 (სტატისტიკა) აჯობა. საქართველოს ნაკრებმა ბალკანელებს ყველა კომპონენტში აჯობა და ისე მოუგო, წარმატების შანსი არ მიუცია.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო
შედეგი ჰქონდა ავთანდილ ბახტაძეს, რომელმაც 22 ქულა, 6 მოხსნა დ 2 დაფარება მიითვალა. 15 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი გიორგი ცაგარეიშვილის ანგარიშზეა, გიორგი ნიკოლაევმა კი 10 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა. მათე ხატიაშვილი 8 პასით, 7 ქულითა და 2-2 მოხსნა-ჩაჭრით გამოირჩა.

მეორე ტურში რუმინეთმა ისლანდიას დაძაბულ ბრძოლაში – 90:88 მოუგო და ჯგუფში გალიდერდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სწორედ რუმინეთთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის გზაზე უდიდეს ნაბიჯს გადადგამს. შეხვედრა 6 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული