საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ნაკრებმა ხორვატიასთან ნახევარფინალი დათმო

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატიასთან ნახევარფინალური შეხვედრა 65:82 (სტატისტიკა) წააგო და ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ფინალში ვერ გავიდა. ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ბალკანელებთან პირველი პერიოდი 8:22 დათმო, მეორეში 16:25 დამარცხდა და წარმატების შანსი ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის დაკარგა.

რა თქმა უნდა, თამაშის გადარჩენის შანსი არსებობდა, თუმცა მესამე პერიოდში ქართველებმა მხოლოდ თამაშის გათანაბრება მოახერხეს და ბოლო ათწუთეულის წინ 23-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა. დარჩენილ 10 წუთში საქართველოს ნაკრებმა ხორვატებს აჯობა, თუმცა მხოლოდ 6 ქულით და საბოლოოდ 17 ქულით დამარცხდა.

ჩვენს ნაკრებს კვლავ
ავთანდილ ბახტაძემ ულიდერა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 18 ქულა, 9 მოხსნა, 6-6 ქულა მიითვალა ოთხმა ქართველმა – დავით ვაშაკიძემ, გიორგი ცაგარეიშვილმა, გერა ჭეიშვილმა და გიორგი ჭირაქაძემ. 5 ქულა მათე ხატიაშვილის, და გიორგი ნიკოლაევის ანგარიშზეა. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მოაგროვა.

საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილისთვის მატჩს მასპინძელ რუმინეთთან გამართავს, რომელსაც ჯგუფში უკვე ეთამაშა და დაძაბული ბრძოლა 62:66 დათმო. როგორც ჩანს, წელს B დივიზიონიდან A-ში მხოლოდ 2 გუნდი, ანუ ფინალისტები გადავლენ. ეს საკითხი საბოლოოდ ოფიციალურად არ გადაწყვეტილა, თუმცა წინასწარი შეტყობინებით მე-3 ადგილზე გასული გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის საგზურს ვერ მიიღებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 3 /
პირველი მეოთხედი კარგად დავიწყეთ და 6-2 დავწინაურდით.დარჩენილ 8 წუთში,2-20 წავაგეთ.ასეთი რამე,მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ.ვაცდენდით ჯარიმებს,თავისუფლად ჩასაგდებს,ფარქვეშიდან,საშუალო დისტანციიდან.ერთი სიტყვით,ყველა წახდა!
სოსო
22:24 13-08-2023
0
მთელი კვირაა იწერება სამი გადისო და ახლა ორი, რა ნინიას ბაღია?
ეეე
18:52 13-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული