მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ ოთხივე ლიგის წილისყრა ოლიმპიურ სასახლეში, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. წილისყრა სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა და მისმა თანაშემწეებმა ჩაატარეს, რისი ონლაინტრანსლირება მონაწილე გუნდებისთვის ონლაინრეჟიმში განხორციელდა.
18-წლამდელთა B ლიგაში სტანდარტულად, როგორც ყველა ასაკის ამ კატეგორიის ლიგაში, 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან გუნდები,
24 ნაკრები 6 ჯგუფში გადანაწილდა. თითო ჯგუფში 4 გუნდია და ისინი რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში 2 წრედ ითამაშებენ. პლეი-ოფში თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა (12 გუნდი), რომლებსაც 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი შეუერთდება და 16 გუნდი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებს.
ანალოგიური გათამაშების ფორმატი იქნება 14-წლამდელთა B ლიგაშიც, სადაც ასევე 24 გუნდი მონაწილეობს და 4 ექვსგუნდიანი ჯგუფია შექმნილი.
რაც შეეხება 14-წლამდელთა C ლიგას, აქ ყველაზე მეტი – 70 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 10 ჯგუფში გადანაწილდნენ. რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში ჯგუფებში გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და შემდეგ ეტაპზე, ანუ მერვედფინალში, 16 საუკეთესო გავა: 10 პირველადგილოსანი და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი.
დაბოლოს, 18-წლამდელთა C ლიგა, რომელიც აქ ჩამოთვლილი ტურნირებიდან იმით განსხვავდება, რომ პლეი ოფში 8 გუნდი გადის. ამის მიზეზი მონაწილეთა სიმცირეა. ტურნირში 22 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 6 ჯგუფში არიან განაწილებულნი. მეოთხედფინალში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული (6 გუნდი) გავა, რომლებსაც 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატება.
GBF.GE