საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, რომელსაც წლეულს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე მასპინძლობს. ლექსო ლაფანაშვილისა და მისი ასისტენტების – ნიკა მსხალაიას და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის ნაკრები 80:67 დაამარცხა.

B დივიზიონში 22 ნაკრებია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. A და D ჯგუფები 5-გუნდიანია, B და C-ში კი 6-6 ნაკრებია თავმოყრილი. საქართველო D ჯგუფშია ავსტრიასთან, ნორვეგიასთან, პორტუგალიასთან და დღეს ძლეულ დიდ ბრიტანეთთან. -მერვედფინალში თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო გადის, ხოლო ტურნირის 3 საუკეთესოს A დივიზიონის საგზურები ელოდება.

დიდ ბრიტანეთთან 13 ქულით კი ვიმარჯვეთ, თუმცა მოგება იოლად არ მოსულა. პირველი ნახევარი ბრიტანელებმა მინიმალური სხვაობით – 35:34 მოიგეს, თუმცა მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა თავისი სიტყვა თქვა. სწორი და გააზრებული თამაშით ქართველებმა მეტოქე გატეხეს, რომელიც სწრაფად, მაგრამ ქაოსურად თამაშობდა. ბრიტანელები პრესინგს ხშირად მიმართავდნენ, თუმცა თუკი ბურთს მოიპოვებდნენ, ხშირ შემთხვევაში კარგავდნენ, ან მოუმზადებლად უტევდნენ.

საქართველოს ნაკრებმა მესამე და მეოთხე პერიოდები თითქმის ერთნაირი ანგარიშით, შესაბამისად 22:16 და 24:16 მოიგო და გამარჯვება გაიფორმა. ჩვენს ნაკრებს ათუკა ბახტაძემ ულიდერა, რომელმაც 20 ქულა, 11 მოხსნა, 3 დაფარება და 2-2 ჩაჭრა-პასი მიითვალა. კიდევ ორმა ქართველმა – ალექსანდრე დაუშვილმა (10 ქულა, 11 მოხსნა) და ამირან აროშიძემ (13 ქულა, 11 მოხსნა) მიითვალეს ორმაგი დუბლი. ნიკოლოზ აბულაძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 6 პასი დაგროვდა.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 27 ივლისს, 16:00 საათზე ავსტრიას დაუპირისპირდება, რომელიც დღეს ისვენებდა. პორტუგალიისა და ნორვეგიის შეხვედრა გვიან, ღამით დასრულდება.

GBF.GE

ლატვიაში დასრულებულ ამხანაგურ ტურნირში საქართველომ A დივიზიონის წევრი ფინეთი დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ფიბა-მ წილისყრით ევრობასკეტის ჯგუფებში გაანაწილა
დევიდი შეიძლება თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
პოგბა მალე "მონაკოს" ფეხბურთელი გახდება
"ალ ჰილალს" "ნაპოლის" კიდევ ერთი ვარსკვლავის შეძენა უნდა
უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს
"ალონსოს მოსვლის შემდეგ, თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვთვლი" - არდა გიულერი
"ლესტერი" ვან ნისტელროის გაათავისუფლებს
40 წლის კაზორლას გოლი - "ოვიედო" ლა ლიგაში დაბრუნდა
"ნაპოლი" ორი ნახევარმცველის შენარჩუნებას შეძლებს
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
"აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი" - "დილას" მწვრთნელი კონფერენს ლიგის კენჭისყრაზე
გოჩოლეიშვილი "შახტარში" ბრუნდება - ლაცაბიძეს ისევ იჯარით გაუშვებენ
20 წ. | იტალიაში გასამგზავრებლად 30 შეირჩა
ლატვიაში დასრულებულ ამხანაგურ ტურნირში საქართველომ A დივიზიონის წევრი ფინეთი დაამარცხა
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება - პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა
მამარდაშვილის "ლივერპულის" სუპერ ტრანსფერი - სარეკორდო კლუბში და სულ მალე ბრიტანეთშიც