საქართველოს U18 ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი პორტუგალიასთან 50:67 დათმო და პლეი-ოფში ვერ გავიდა. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარეობს, სადაც დღეს ის 8 გუნდი გამოვლინდა, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. ხოლო ის გუნდები, რომლებიც პლეი ოფში ვერ გავიდნენ, ბრძოლას 9-16 და 17-22 ადგილებისთვის გააგრძელებენ.

საქართველო ჯგუფიდან ბურთების შეფარდების გამო ვერ გავიდა. ჩვენი (D) ჯგუფის ლიდერი ავსტრიის შემდეგ სამმა გუნდმა – პორტუგალიამ, ნორვეგიამ და საქართველომ 2-2 მოგება-წაგება დააგროვეს და მათ შორის ბურთების შეფარდების გათვალისწინებით ცხრილში ადგილებიც
აქ წარმოდგენილი თანმიმდევრობით დაიკავეს. პორტუგალია მე-2-ზე გავიდა, ნორვეგია მე-3-ზე, ხოლო საქართველო – მე-4-ზე.

მე-4-ზე გასვლის მიზეზი დღეს განცდილი დიდსხვაობიანი დამარცხება გახლდათ. არადა, საქართველოს 3 ქულით მარცხიც აძლევდა ხელს, რომ პორტუგალიისთვისაც ეჯობნა და ნორვეგიისთვისაც, მაგრამ არ გამოვიდა. ჩვენი გუნდი 17 ქულით, ფაქტობრივად უშანსოდ დამარცხდა და გამსვლელი მე-2 ადგილიც პორტუგალიამ დაიკავა, რომელმაც პირველ ტურში შეხვედრა ნორვეგიასთან (71:75) დათმო. ჩვენებმა გუშინ ნორვეგიას 4 ქულით სძლიეს, მაგრამ დღეს ხელი მოეცარათ და ახლა ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებენ.

საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ირლანდია იქნება, რომელსაც ქართველები 2 აგვისტოს, 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან. თუ ეს მატჩი მოიგო, საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის ითამაშებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
მე მგონია რომ ფედერაციას მოსწონს ასეთი შედეგები
კონტე
09:54 01-08-2024
0
მშობელი და მწვრთნელები ერთმანეთში რომ არიან ათქვეფილები მაგის ბრალია და მეგობარი და ფულიანი მამები რომ ერთვებიან საქმეში...მაინტერესებს ასეთი თამაში მოსწონთ მათ?ალბათ მოსწონთ რომ ასეთი შედეგები.
და კიდო ბოლოს ამ ბავშვებს რომ ზრდიან ნაკრები ამათი უნდა შევავსოთ საინტეტესოა რა შედეგებით 3 ბავშვის გარდა 9ნდანარჩენი ნული იყვნენ
ადამიანი
12:18 01-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული