ანუ ის 8 გუნდი, რომლებმაც მერვედფინალები წააგეს, ახლა იწყებენ ეგრეთწოდებულ პლეი აუტს, სადადაც პირველივე მატჩის მოგება იმის გარანტიაა, რომ ზემოთხსენებულ მიზანს მიაღწიო. ამ 8 გუნდის 5 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი A დივიზიონში დარჩება, ხოლო ბოლო 3 გუნდი, რომლებიც ტურნირზე მე-14, მე-15 და მე-16 ადგილებს
საქართველოს ჯგუფში პოლონეთთან მოგებული მატჩი ახლა გამოადგა, რის გამოც მომდევნო მეტოქედ არა გერმანია, არამედ ფინეთი გვყავს. პოლონეთის ძლევით საქართველომ ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და მერვედფინალის წაგებული გუნდი არა სხვა ჯგუფების 2-3 ადგილებისგან შემდგარ მერვედფინალურ წყვილს, არამედ 1-4 ადგილებზე გასულებს დაუწყვილდა. შესაბამისად, ისრაელთან დამარცხებული საქართველო სერბეთ (1 ადგილი) – ფინეთის (IV ადგილი) მერვედფინალში წაგებულ გუნდს შეხვდება.
სერბეთმა ფინეთი 95:78 დაამარცხა. რაც შეეხება სკანდინავიელების A ჯგუფში ჩატარებულ მატჩებს, მათ სამივე მარცხი განიცადეს – 53:123 ესპანეთთან, 60:84 თურქეთთან და 54:70 ლატვიასთან. საქართველოსა და ფინეთის მატჩი 14 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება ისრაელთან მატჩს, საბოლოო ანგარიში საკმაოდ დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველებს შანსი არ ჰქონიათ. ისრაელი წინა წელსაც A დივიზიონში იყო B-ში დაქვეითებას ბეწვზე გადაურჩა – მე-13 ადგილი დაიკავა, თუმცა წელს დაბალი ასაკიდან კარგი შევსება მიიღო და მიმდინარე ჩემპიონატზე მაღალი ამბიცია აქვს. ებრაელებმა ჯგუფში ხორვატიას და იტალიას მოუგეს, საქართველოს ძლევით კი A დივიზიონში დარჩენის საკითხიც დადებითად გადაჭრეს.
თამაში ბრძოლაში დაიწყო და პირველი პერიოდის შუაწელამდე ანგარიში თანაბრად იზრდებოდა. ხან საქართველო იყო წინ, ხანაც – ისრაელი. მეტოქემ პირველი პერიოდი 24:18 მოიგო, რის შემდეგაც უპირატესობას მთლიანად დაეპატრონა და დიდი სხვაობით გალიდერდა. ებრაელები დიდებულად ესროდნენ შორიდან, ქართველები კი – პირიქით. ჩვენი გუნდის წევრებს შორიდან სროლის პირველი მცდელობა მეორე პერიოდის მე-5 წუთზე ჰქონდათ, მთლიანობაში კი მატჩის განმავლობაში 8-ჯერ შეუტიეს პერიმეტრიდან და ვერც ერთი ვერ ჩააგდეს. ისრაელმა კი 23 ცდიდან 10 სამიანი ჩააგდო და რა გასაკვირია, ასე დიდი სხვაობით რომ გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი დვით ჭუაძე გახლდათ, რომელმაც 14 ქულა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მათე ხატიაშვილმა 11 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. მათე ყავლაშვილმა და ილია სულაძემ 10-10 ქულა დააგროვეს.
GBF.GE