საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიას მოუგო და ფინალში გავიდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
4 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, ლიტვის ქალაქ კლაიპედაში საერთაშორისო ოთხთა ტურნირის პირველი მატჩი ლატვიასთან გამართა, ანგარიშით 73:69 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე ილიას ზუროსის გუნდმა თამაში არცთუ კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი 6-ქულიანი სხვაობით დათმო (33:39), თუმცა მდგომაროება მესამე მეოთხედში გამოასწორა და ანგარიშში დაწინაურებაც შეძლო. განსაკუთრებით დაძაბული შეხვედრის ბოლო წამები გამოვიდა, მაგრამ ქართველმა კალათბურთელებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახერხეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო 20 ქულით, 14 ქულა თორნიკე
შენგელიამ
მოაგროვა, 12 - გიორგი ცინცაძემ.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გასამართ მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გაირკვევა, რომელშიც მასპინძელი ლიტვის ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება. ფინალური და მესამე ადგილისთვის მატჩები კი 5 აგვისტოს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
სამწუხაროდ, კი არ მოვუგეთ ლატვიას, არამედ ლატვიამ წააგო თავისი უაზრო შეცდომების გამო!!! წარმოდგენა არ მაქვს აგვისტოს ბოლომდე ზუროსმა ამათგან ქვეჯგუფიდან გამსვლელი გუნდი როგორ უნდა შექმნას...თანამედროვე კალათბურთთან მცირედით მიახლოვებულ თამაშის ელემენტები ჯერ-ჯერობით არ გვაქს: სამიანები, სწრაფი კონტრშეტევა და ა.შ. პრობლემატურ მოთამაშეებზე არაფერს დავწერ! ნეტა ვცდებოდე და სამ კვირაში სერიოზული პროგრესი გვქონდეს!
პაატა
04 აგვისტო 2017 20:31
14
ამ თამაშიტ შანსი თითქმის არ გვაქ ჯგუფიდან გასვლის. სკამზე ტურისტები ზიან. ლეჟავა და ბოისა ეტყობა ვიღაცის პირადი მონები არიან. თამაშით ესენი არ თამაშობენ. ამდენი შეცდომა უმარტივეს სიტუაციებში ბავშვთა გუნდს არ ეპატიება. ისე ლატვია ჩვენზე უარეს დღეშია
andro
04 აგვისტო 2017 21:45
0
აქაც?
რუსეთუმევ
05 აგვისტო 2017 10:51
0
მე ვფიქრობ ზუროსი მართლა კარგი მწვრთნელია, ძალიან ჭკვიანურად ავსებს გუნდს დებიუტანტებით, ის რომ მარტო შედეგზე იყოს ორიენტირებული, სხვანაირად ათამაშებდა გუნდს, ძიების პროცესშია და წამატება მინდა ვუსურვო ჩვენს ბიჭებს,სკეპტიკოსებს და მაქსიმალისტებს ვეტყოდი, რომ ეს მხოლოდ წინასაჩემპიონატო პერიოდია და აქ ტრავმის მიღება საბედისწერო იქნება ჩვენთვის, სწორედ ამაშია პროფესიონალიზმი, როდის მიიყვან გუნდს ფორმის პიკში, მე მჯერა ჩვენი ბიჭების და ზუროსის, ვოტ.
Bmb
04 აგვისტო 2017 23:09
0
აშკარაა, რომ დაცვაში თამაშის გაუმჯობესებაზე მიდის მუშაობა, აბა სროლებში მგონი ყველაზე სუსტად გამოვიყურებით...ადმინს მივმართავ, ნეტა თქვენ ან გემოვნება გქონდეთ, ან საიტის მოხერხებულობაზე გეზრუნათ! რას დაამგვანეთ გვერდი? უკეთესის გაკეთება თუ არ შეგიძლიათ, ძველი მაინც დააბრუნეთ...სასწრაფოდ!
murtalo
04 აგვისტო 2017 22:56
2
ძველი დიზაინი სჯობდა
maxo
05 აგვისტო 2017 13:18
2
მარტივი და ყველაფრის მომცემი დიზაინი იყო წინათ. ეს დიზაინი ართულებს ყველაფერს და ნუ იფიქრებთ რო დრო გავა და შეეჩვევა მომხმარებელი თუ რაღაც ამდაგვარი. დაგვიბრუნეთ ძველი დიზაინი.
ბონდო
05 აგვისტო 2017 13:02
2
დიზაინი ძველი სჯობდა მთავარი რედაქტორი შეიცვალა თუ რაშია საქმე???
მდა
05 აგვისტო 2017 12:58
1
დააბრუნეთ ძველი გვერდი. თავი ამატკივეთ. რა იდიოტიზმია.
ამირანი
05 აგვისტო 2017 11:39
2
დააბრუნეთ ძველი გვერდი. თავი ამატკივეთ. რა იდიოტიზმია. -ამირან
დააბრუნეთ ძველი დიზაინი. ეს არ ვარგა. სისულელეა. -დავითი
tngh პუტინსკივ, ისევ თვითგანდიდების მანია და გადაწყვიტე საიტი ჩამოაქციო? ნბა-ა ხომ მოსპე და გაანადგურე და ალსტარი ჩაშალე, ეხლა აქანე მოინდომე? :)))))
05 აგვისტო 2017 12:12
0
აქ ვერ გაიგეს და სხვაგან სად მივწეროთ რო ახალ დიზაინს ძველი სჯობდა?
geo
05 აგვისტო 2017 14:37
0
დააბრუნეთ ძველი დიზაინი, ეს რა უბედურებააა
dato
05 აგვისტო 2017 14:18
1
ნამდვილად სჯობდა ძველი დიზაინი.დააბრუნეთ,გთხოვთ...
status quo
05 აგვისტო 2017 13:35
0

სიახლეები პოპულარული