საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლიტვასთან პირველი ტაიმი დათმო
AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ლიტვის საერთაშორისო ამხანაგურ ოთხთა ტურნირში ფინალურ შეხვედრას მასპინძელთა ნაკრებთან მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ ილიას ზუროსის გუნდი 7 ქულით მარცხდება - 33:40
ქართველმა კალათბურთელებმა მატჩი იდეალურად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 25:21 მოიგეს. მაგრამ მეორე აშკარად ჩააგდეს - 9:19.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო 11 ქულით, ერთით ნაკლებია გიორგი შერმადინის ანგარიშზე.