სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 13 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტრისტან და სილვა გახდა, რომელმაც 37 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
"ტორონტოდან" ჯეიკობ პოელტლმა 33 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ამრიგად, "ორლანდო მეჯიქი" 21 მოგებითა და 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 6 იანვარს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს.
"ტორონტო" 8 გამარჯვებითა და 27 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, "რაპტორსი" 7 იანვარს, "მილუოკი ბაქსს" დაუპირისპირდება.
ბითაძე მატჩის გმირობასთან ახლოს იყო - "ჰიტმა" "მეჯიქი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
ბითაძე და პორზინგისი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ქართველი მოედნიდან გააძევეს [VIDEO]
https://x.com/CrumpledJumper/status/1875686065148944880
და მისი გამოთვლის განმარტება (თუ გაინტერესებთ)
https://x.com/CrumpledJumper/status/1875687642496671809