გიორგი შერმადინი: მე, თორნიკე და ზაზა მოედანზე ერთად... ამაზეც ვმუშაობთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა თბილისის მერიის თასზე ჩეხეთთან თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

11 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 87:76 დაამარცხა. შერმადინმა ამ მატჩში 14 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა [VIDEO]

"პირველ რიგში ჩემ გუნდელებს მივულოცავ ამ გამარჯვებას. მართალია ეს ამხანაგური შეხვედრაა, თუმცა მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. მომდევნო თამაშში შევეცდებით აუცილებლად გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც დღეს გვქონდა. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანდა დაცვაში.

მე, თორნიკე და ზაზა
შეხვედრის რაღაც პერიოდში ერთად ვიყავით მოედანზე, ამ ტაქტიკაზეც ვმუშაობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შევეწყობით გუნდი მოედანზე და როგორ ვითამაშებთ ევროპის ჩეპიონატზე.

ძალიან კარგ გადაწყვეტილებებს იღებს ჩვენი მწვრთნელი და იმედს ვიქონიებ, რომ ევრობასკეტზე ყველაფერი კარგად ჩაივლის", - თქვა გიორგიმ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრებს 7 კაცზე დაყრდნობით მოუწევს თამაში,შესაბამისად მათი სხვადასხვა კომბინაციებით თამაში აუცილებლად მოგვიწევს და მისი წინასწარ დალაგება რა თქმა უნდა აუცილებელია.
სოსო
12:41 12-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული