საქართველოს ნაკრები ფიბას რეიტინგის ტოპ-ათეულშია!

AutoSharing Option
ფიბას საიტი კარსმომდგარ ევრობასკეტთან დაკავშირებით პერიოდულად აქვეყნებს მიმდინარე რეიტინგს (power rankings), რომელშიც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს. ჩვენი ნაკრები ჯერ მე-14 ადგილზე იყო, შემდეგ - მეთერთმეტეზე, ბოლო რეიტინგში კი - მეცხრეა.

პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორეზე - საბერძნეთი, რომელმაც სერბეთს გადაასწრო, მეოთხეზე - ხორვატია, მეხუთეზე - ლიტვა...

ყოველ გუნდს თავისი განმარტება ახლავს. საინტერესო რამ წერია საქართველოს შესახებ:

"ქართველები შეკრების დაწყების დღიდან რეიტინგში წინ მიიწევენ. მათ ამხანაგურად დაამარცხეს ლატვია, ლიტვა და გვაფიქრებინებენ, რომ თავისუფლად შეუძლიათ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გასვლა.

საქართველოს საკალათბურთო ფილოსოფია მარტივია.
მას თოკო შენგელია და მაიკლ დიქსონი ასე ხსნიან: "ჩვენ ვიგებთ, ისინი აგებენ".

რომელი იყო ევრობასკეტზე საქართველოს საუკეთესო შედეგი? 2011 წელს მე-11 ადგილი? 2015-ში მერვედფინალი? ევრობასკეტი 2017-ზე?"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ბუკმეკერები მარტო უკრაინაზე წინ გვაყენებენ ჯგუფში. გერმანიის ჯგუფის მოგებას 8 აქვს. ჩვენ 20
andro
15 აგვისტო 2017 14:41
0
ეეჰ სანიკიძე და ბურჯანაძე რო არ დაგვკლებოდა მართლაც ძალიან მაგარი გუნდი ვიქნებოდით
geo
15 აგვისტო 2017 14:14
0
მიხარია, რომ ჩვენი ნაკრები წინ მიიწევს, მაგრამ ძველი ნაკლს ვერ დააღწიეს თავი, თუმცა ამას ყველაზე უკეთ მწვრთნელები და თავად კალათბურთელები ამჩნევენ და იმედია გამოასწორებენ. ვუსურვებ ჩვენს კალათბურთელებს დიდ წარმატებებს!!!
ezra
15 აგვისტო 2017 13:23
0
გენაცვალეთ ჯიგარში, მაგარი ბიჭები ხართ, ათეული!!!!!!!! გვეამაყებით, ევროზე წარმატებები და ჩვენი გვერდზე დგომა!!!! მაგრები ხართ მაგრები
ragbirugbi
15 აგვისტო 2017 12:40
3
ვი(ნმე)ს აჯიბრებ/ეჯიბრები?!:))))))
saxeli ver shearchie!
15 აგვისტო 2017 14:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული