საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთში საბერძნეთი დაამარცხა!

AutoSharing Option
23 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენში დაწყებულ საერთაშორისო ოთხთა ტურნირში "აკროპოლისის თასზე" პირველი მატჩი მასპინძელ საბერძნეთის ნაკრებთან გამართა და გამარჯვება იზეიმა – 72:71.

ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა არცთუ დამაჯერებლად დაიწყო და პირველი პერიოდი 10–ქულიანი სხვაობით დათმო (8:18), თუმცა მეორე მეოთხედი უკეთესად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე მასპინძლების უპირატესობა 3 ქულამდე დავიდა – 37:34.

მეორე ტაიმი ილიას ზუროსის გუნდმა შესანიშნავად წარმართა და მესამე მეოთხედის წინ ანგარიშში უპირატესობაც მოიპოვა – 53:52.

ბოლო ათწუთეული დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ანგარიშში მცირე უპირატესობას
მასპინძლები ფლობდნენ, მატჩის დამთავრებამდე 16 წამით ადრე კი გიორგი ცინცაძის 3–ქულიანმა საქართველოს ნაკრები ანგარიშში წინ გაიყვანა – 72:71.

დარჩენილ დროში მასპინძლების შეტევა უშედეგო აღმოჩნდა და შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოუგო საბერძნეთს.

ათენის დარბაზში ყველაზე მეტი – 23 ქულა გიორგი შერმადინმა ჩააგდო, რასაც 8 მოხსნაც მიუმატა. ორმაგი დუბლი შეასრულა თორნიკე შენგელიამ – 14 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი. გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 13 ქულა, 2 მოხსნა და 5 პასია. 9 ქულა შემატა გუნდს მანუჩარ მარკოიშვილმა.

მანამდე ტურნირში ერთმანეთს იტალიისა და სერბეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც ამ უკანასკნელთა გამარჯვებით, ანგარიშით 73:65 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 24 აგვისტოს, სერბეთთან გამართავს, საბერძნეთი კი იტალიას შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მინდა პირობითად შევადგინო ორი გუნდი(ამპლუას მნიშნელობას არ ვანიჭებ),საბჭოთა და დამოუკიდებელი საქართველოსი.შეიძლება არ დამეთანხმოთ ან ვინმე გამომრჩეს რისთვისაც გიხდით ბოდიშს.მაშ ასე,საბჭოთა გუნდი:ო.ქორქია,მინაშვილი,ინწკირველი,სხირელი,უგრეხელიძე,მოსეშვილი,მ.ქორქია,საკანდელიძე,დერიუგინი,დარსაძე,გურასპაული,გრძელიძე. დამოუკიდებელი საქართველოს გუნდი:ნაცვლიშვილი,სტეფანია,თორთლაძე,ქარაბაქი,ვ.ბოისა,ცქიტიშვილი,ფაჩულია,სანიკიძე,ცინცაძე,შერმადინი,შენგელია,მარკოიშვილი. რას ფიქრობთ?
888
24 აგვისტო 2017 11:36
1
http://superleague.ge/ge/player/?lang=ge&id=42&s=gbg აი ანატოლი ბოისას ანატოლი ბოისას სტატისტიკა.სუპერ ლიგის ფინალურ მატჩზე ჩააგდო 4. 5 და 2 ქულა , სამ თამაში ჩააგდო 11 ქულა და აიყვანეს კოტიკო ტუღუშმა და ვოვა ბოისამ ნაკრებში. !!! და მისი თანაგუნდელი აკაკი ლომაური. რომელიც იგივე პოზიციაზე თამაშობს .რაზეც ანატოლი ბოისა სუპერლიგის ფინალურ თამაშებში ჩააგდო 6. 10 და 12 ქულა .აქედან 11 სამქულიანიდან 5 ჩააგდო. ანუ სროლა გაცილებით უკეთ შეუძლია. რატომ არის ნაკრებში ანატოლი ბოისააა !!!!

givi19
24 აგვისტო 2017 11:11
0
ყოჩაღთ ბიჭებო, ასე გულიანად ვითამაშოთ და შედეგი აუცილებლად იქნება. მეოთხედფინალს ვგულისხმობ. ყველანი კარგები ხართ, გაიხარეთ!
გაიოზ გოშაძე
24 აგვისტო 2017 10:49
0
სულ ვამბობდი,რომ კოკოშკოვი დიდი ხნის წინ იყო შესაცვლელი,ის დაბალი დონის მწვრთნელია,ძალიან დიდი მადლობა მას გაწეული სამუშაოსთვის,ახლა რაც შეეხება თამაშს და ბიჭებს,მოდი ვთქვათ გულახდილად,გამყრელიძე,ლონდარიძე,ბერიაშვილი,ბოისა,ბითაძე არიან გასტრალიორები,მათგან ხეირი არ იქნება,მოსამატებელი აქვს აუცილებლად შენგელიას,მას გაცილებით მეტი შეუძლია,ასევე უნდა მოუმატოს დიქსონმა და სანაძემ და ყველაფერი კარგად იქნება,ასევე ძალიან ბევრია დამოკიდებული ფაჩულიაზე,როგორ ითამაშებს და რას გააკეთებს,მე ძალიან მაწუხებს სათადარიგოების მოკლე სკამი,ეს 6-7 კალათბურთელი მეშინია,რომ ყველაფერს ვერ გაუძლებს,აი სანიკიძე და ბურჯანაძე მწყობრში,რომ იყვნენ,მაშინ შეიძლებოდა რაიმე სერიოზულ შედეგზე ფიქრი,თუმცა ღმერთმა იცის გამორიცხული არც ახლა არაფერია,მოკლედ წარმატებები ბიჭებს და ველით გამარჯვებებს.
Roma
24 აგვისტო 2017 10:37
0
ბოდიშს ვუხდი ბატონ ზუროსს ჩემი სკეპტიციზისათვის.
888
24 აგვისტო 2017 10:18
0
დიდი მადლობა იმ სიამოვნებისათვის რაც მოგვანიჭეთ.წინ გამარჯვებისაკენ საქართველო!
888
24 აგვისტო 2017 10:15
1
ძალიან დროული და საჭირო გამარჯვება!!! ყოჩაღ ბიჭებო!!! ზუროსი ის კაცია ზუსტად ვინც ჩვენ ნაკრებს სჭირდება... უბრალოდ გამყრელიძის და თუნდა ბოისას მაგივრად ნუთუ არ შეიძლება ვინმე ახალგაზრდა ჩავსვათ
GEO
24 აგვისტო 2017 09:55
0
პირველ ხუთეულს რომ არავისი არ ეშინია ევროპაში,ბიჭებმა აქაც დაამტკიცესმაგრამ რეზერვის გარეშე რამდენს გავძლებთ?თუ ფაჩულიამ შესძლო და მოასწრო ფორმაში შესვლა,კიდევ არა უშავს,თუ ვერა და ალბათ სამ თამაშზე მეტს ვერ გაუძლებენ.ძალიან დიდი სხვაობაა კლასში და თავდაჯერებაში.
სოსო
24 აგვისტო 2017 09:45
0
აი რას ნიშნავს მწვრთვნელის მიერ ტაქტიკურად სწრაფად და სწორად გადაწყობა,ძალიან მაგარი მწვრთნელია ზუროსი,შესანიშნავად შეთამაშებული ცინცაძე-შერმადინის წყვილი,დაცვის ნამდვილი ბურჯის მანუს,მძიმე ფორვარდის თირნიკე შენგელიას და ვერცხლისწყალივით შეუჩერებელი მაიკლ დიქსონის ძალისხმევით.ნელნელა გვაჩვევენ ბიჭები ელიტარულ გუნდებთან გამარჯვებებს,რაც თავის მხრივ მათაც მატებს თავდაჯერებას, რომლის საბოლოო ასახვა ევრობასკეტზე შესაძლო გამარჯვებით დაგვირგვინდება.ეს რომ ასე მოხდება 300 კუშით ფასდება ბუკმეიკერების მიერ. წინ საქართველო!!!
ჯონი არაბიძე
24 აგვისტო 2017 09:22
0
შესანიშნავი ანალიზი! გეთანხმები +100%!
ქუთაისელი
24 აგვისტო 2017 09:45
0
იმედია სუროსი ნერვებს არ მოგვიშლის და გამყრელიზეს გამოუსვებს უკან
შოთა გუგეშაშვილი
24 აგვისტო 2017 09:20
4

სიახლეები პოპულარული