ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა არცთუ დამაჯერებლად დაიწყო და პირველი პერიოდი 10–ქულიანი სხვაობით დათმო (8:18), თუმცა მეორე მეოთხედი უკეთესად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე მასპინძლების უპირატესობა 3 ქულამდე დავიდა – 37:34.
მეორე ტაიმი ილიას ზუროსის გუნდმა შესანიშნავად წარმართა და მესამე მეოთხედის წინ ანგარიშში უპირატესობაც მოიპოვა – 53:52.
ბოლო ათწუთეული დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ანგარიშში მცირე უპირატესობას
დარჩენილ დროში მასპინძლების შეტევა უშედეგო აღმოჩნდა და შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოუგო საბერძნეთს.
ათენის დარბაზში ყველაზე მეტი – 23 ქულა გიორგი შერმადინმა ჩააგდო, რასაც 8 მოხსნაც მიუმატა. ორმაგი დუბლი შეასრულა თორნიკე შენგელიამ – 14 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი. გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 13 ქულა, 2 მოხსნა და 5 პასია. 9 ქულა შემატა გუნდს მანუჩარ მარკოიშვილმა.
მანამდე ტურნირში ერთმანეთს იტალიისა და სერბეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც ამ უკანასკნელთა გამარჯვებით, ანგარიშით 73:65 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 24 აგვისტოს, სერბეთთან გამართავს, საბერძნეთი კი იტალიას შეხვდება.