"საინტერესო თამაში გამოვიდა საბოლოო ჯამში. კარგი გუნდური დაცვა ვითამაშეთ. რაღაც შეცდომები თავისთავად იყო, თუმცა ვიტყოდი, რომ ის დასახული გეგმა, რაც გვქონდა: შიგნიდან გვეთამაშა, შერმადინი და შენგელია დაგვეტვირთა, პიკენროლით შეგვეტია, მე მგონი, კარგად შევასრულეთ. ამის ხარჯზე მოხდება თამაშის მოგება.
რა თქმა უნდა, ცინცაძემ სასწაული ბურთი ჩააგდო, მაგრამ აქამდე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ შერმარდინისა და შენგელიას კარგი თამაში და თითოეული ჩვენგანის, ვინც მოედანზე ვიყავით", - თქვა მარკოიშვილმა.