მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ბოლო მეტოქე გაირკვა

AutoSharing Option
კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ევროპულ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების ბოლო მეტოქის ვინაობა გაირკვა.

წილისყრის შედეგად G შესარჩევ ჯგუფში, სადაც საქართველოსთან ერთად გერმანია და სერბეთი არიან, ავსტრია მოხვდა. ამ 4 ნაკრებიდან 2 წრის შემდეგ 3 საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გავა და გააგრძელებს ბრძოლას მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად.

კალენდარი
24 ნოემბერი, 2017: გერმანია - საქართველო
27 ნოემბერი, 2017: საქართველო - სერბეთი
22 თებერვალი, 2018: ავსტრია - საქართველო
25 თებერვალი, 2018: საქართველო - გერმანია
29 ივნისი,
2018: სერბეთი - საქართველო
2 ივლისი, 2018: საქართველო - ავსტრია.

ფიბას ეგიდით კალათბურთში პლანეტის რიგით მეთვრამეტე პირველობას ჩინეთი 2019 წელს, 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეთა რიცხვი 24-იდან 32-მდე გაიზარდა. ფინალურ სტადიაზე მოთამაშე 31 ნაკრების ვინაობას (პლუს მასპინძელი) საკვალიფიკაციო ტურნირი გამოავლენს, რომელიც სტარტს 2017 წლის შემოდგომაზე აიღებს და 2019 წლის ზამთარში დასრულდება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
H ჯგუფი ყველაზე სუსტია, მაგრამ რა გინდა მსოფლიოზე თუ გერმანიას და ავსტრიას ვერ აჯობე და სერბეთს სახლში მაინც თუ ვერ მოუგე. კონკრეტულად ავსტრიაზე უნდა გაკეთდეს პრიორიტეტი და სამი დღით ადრე სერბეთს არ უნდა შევასკდეთ...
დათო
05:16 08-09-2017
0
ფიბაზე შევედი და იქაც მთლად გასაგებად ვერ არის. ეხლა არის 32 გუნდი. 8 ჯგუფიდან გადის 24. ანუ გამოდის თითოდან-3. მერე ამათგან მეორე ეტაპზე გადის კიდევ 3-3. და მესამე ეტაპზე რჩება 12. მოკლედ ვერ გავიგე. მთავრია პირველ ეტაპზე 3 გადის და ჩემი აზრით ყველაზე ძლიერ ჯგუფში ვართ.
haha
20:34 24-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული