21:34 25-08-2017
აკროპოლისის თასი 2017: მოგება იტალიას, თასი საქართველოს [VIDEO]
AutoSharing Option
ილიას ზუროსის გუნდმა, წინა 2 შეხვედრის მსგავსად, პირველი მეოთხედი მარტივად დათმო - 17:26. ასევე ტრადიციად გვექცა მე-2 მეოთხედში თამაშის გამოსწორება, მაგრამ იტალიასთან მოგება აღარ გამოგვივიდა და 14:15 წავაგეთ.
სამაგიეროდ, ქართველმა კალათბურთელებმა კარგად ჩაატარეს მე-3 მეოთხედი, რომელიც 24:17 მოვიგეთ. დასკვნით მეოთხედში კი, უფრო ძლიერი კვლავ იტალია იყო და საბოლოო ჯამში - 65:73.
მარცხის მიუხედავად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აკროპოლისის თასის გამარჯვებული გახდა, რაც ძალიან დიდი მიღწევა და ევრობასკეტსის წინ კარგი განწყობის შესაქმნელად შესანიშნავი მიზეზია.
შეგახსენებთ, რომ ოთხთა ტურნირზე ილიას ზუროსის გუნდმა მანამდე საბერძნეთსა (72:71) და სერბეთს (68:66) მოუგო.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
https://en.wikipedia.org/wiki/Acropolis_International_Basketball_Tournament
გამარჯვებული საქართველოა