[ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან] საქართველო ელიტის წევრია!

AutoSharing Option
- კარგი გუნდი გყავთ, - გამიღიმა გუშინ თელ-ავივის არენის წინ ლიტველი გულშემატკივრების ჯგუფმა, - მაგრამ ლიტვის ნაკრებთან შანსი არა გაქვთ! გახსოვთ, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალი?!

- საქართველოს ნაკრების ვარჯიში სერბეთთან მატჩის წინ [VIDEO]

ჟურნალისტებსაც გვახსოვს, გულშემატკივრებსაც და კალათბურთელებსაც.

"ეს იყო ქართული კალათბურთის ისტორიისტვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი, მისი მოგება ბევრს შეცვლიდა, მაგრამ იონას ვალანჩუნასმა ბოლო წამებზე თამაშის მოგების შანსი არ მოგვცა. ეს არასოდეს დამავიწყდება", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ, ხოლო ლიტველი ჟურნალისტის შეკითხვაზე: საქართველოს ელიტარულ ნაკრებებს უახლოვდებაო, წარბშეკვრით უპასუხა:

"ვერ დაგეთანხმდებით,
რომ საქართველო ელიტარულ ნაკრებების უახლოვდება, ჩვენი გუნდი ელიტის წევრია. ეს ბოლო წლებში სტაბილური და კარგი თამაშით დავამტკიცეთ. გადახედეთ მოსამზადებელ ეტაპს, ქართველებმა დაამარცხეს ლიტვა, ლატვია, საბერძნეთი, სერბეთი. ეს შემთხვევითობა არ არის. კალათბურთელები წლიდან წლამდე ვუმატებთ, გამოცდილებას ვაგროვებთ.

საქართველოს ნაკრები ღვინოსავითაა, რაც უფრო ძველდება, მით უფრო კარგია. ვფიქრობ, გვაქვს შანსი ისტორიული ევრობასკეტი გამოგვივიდეს".

აი, ასეთი იყო საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას პასუხი ლიტველებისადმი. იგი კოჭის ტრავმის გამო გუნდთან არასრულფასოვნად ვარჯიშობდა, მხოლოდ ბოლო დღეებში შეუდგა გუნდთან ერთად ვარჯიშს.

ილიას ზუროსი იმედიანადაა:

"ზაზა ფაჩულიამ ჩვენთან ერთად სრულფასოვნად ოთხი ვარჯიში გამართა. იგი ნელ-ნელა იღდგენს კონდიციებს, მაგრამ გუნდისთვის ფეხის ასაწყობად დრო მაინც სჭირდება. მან შარშანაც დაგვანახა, რაოდენ დიდი ძალაა ჩვენი გუნდისთვის".

თავად კაპიტანი კი აქტიურად ემზადება ლიტვასთან დაპირისპირებისთვის:

"როგორც აღვნიშნე, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მხოლოდ ვარჯიშების მიხედვით რთულია გარკვეული დასკვნების გამოტანა. ევრობასკეტის მატჩები ბევრს დაგვანახებს. განსაკუთრებით კი ისეთი ცენტრების წინააღმდეგ თამაში, როგორებიც ლიტვას ჰყავს. იონას ვალანჩუნასი ხომ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული წინახაზელია. მასთან სათამაშოდ განსაკუთრებულად ვემზადებით".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზამ სადაც დაიჭირა, იქ შეუსრულა ვალანჩუნასს, ახლა სხვანაირად რატომ უნდა მოხდეს ნეტავი?
ბმბ
23:01 30-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული