საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლიტვასთან პირველი ტაიმი წააგო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში პირველ შეხვედრას ლიტვის ნაკრებთან მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ ილიას ზუროსის გუნდი ანგარიშით 34:39 მარცხდება.

საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურებოდა: დიქსონი, ფაჩულია, ცინცაძე, მარკოიშვილი, შენგელია.

თელ–ავივის არენაზე შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და პირველ მეოთხედში ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა – 18:18. თუმცა, მეორე პერიოდში ლიტველთა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და ტაიმის ბოლომდე სხვაობამ მათ სასარგებლოდ ხუთ ქულას მიაღწია.

სამწუხაროდ ტრამვა მიიღო გიორგი ცინცაძემ. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმისაა დაზიანება.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე
შენგელია იყო 14 ქულით. 7 ქულა ჩააგდო დუდა სანაძემ, მაიკლ დიქსომა – 5.

დღესვე ჩვენს ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა უკრაინას 75:63 მოუგო, მოგვიანებით კი მასპინძელი ისრაელისა და იტალიის მატჩი გაიმართება.

 

 

მკითხველის კომენტარები / 4 /
აუ,რაა ... ეს რა საჯანდაბე აურა გაქვს!..არგეძინა ,არა დარდით წუხელ ?!.. ჯერ სადა ხარ - კიდევ ბევრ უძილო ღამით გაგტანჯავს ზაზას ბრწყინვალე თამაში!..
0
რა კომენტარი უნდა გააკეთო მართლა ფანტასტიური გუნდია.
koki
21:33 31-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული