![](https://sportall.ge/pictures/image31/4f26580b2089a930cd6a63d825a621c0.jpg)
ილიას ზუროსის სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: მაიკლ დიქსონი, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია.
თელ-ავივის დარბაზში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მეოთხედი საყაიმო ანგარიშით 19:19 დასრულდა. მეორე პერიოდში კი გერმანელები უკეთესად გაისარჯნენ და ტაიმი ხუთქულიანი უპირატესობით მოიგეს (22:17), რაც უმთავრესად მათი მთავარი ვარსკვლავის დენის შრიოდერის დამსახურებაა (14 ქულა).
საქართველოს ნაკრებში 10-10 ქულა თორნიკე შენგელიამ და ზაზა ფაჩულიამ მიითვალეს, 8 ქულა