საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა გერმანიასთან პირველი ტაიმი წააგო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას გერმანიის ნაკრებთან მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება - 36:41.

ილიას ზუროსის სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: მაიკლ დიქსონი, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია.

თელ-ავივის დარბაზში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მეოთხედი საყაიმო ანგარიშით 19:19 დასრულდა. მეორე პერიოდში კი გერმანელები უკეთესად გაისარჯნენ და ტაიმი ხუთქულიანი უპირატესობით მოიგეს (22:17), რაც უმთავრესად მათი მთავარი ვარსკვლავის დენის შრიოდერის დამსახურებაა (14 ქულა).

საქართველოს ნაკრებში 10-10 ქულა თორნიკე შენგელიამ და ზაზა ფაჩულიამ მიითვალეს, 8 ქულა
ჩააგდო დუდა სანაძემ, 4-4 - გიორგი შერმადინმა და მანუჩარ მარკოიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
"არ წაგვივიდა თამაში"; "კალათმა არ მიიღო ბურთი"; "მსაჯებმა დაგვჩაგრეს"; "სატურნირო ცხრილმა არ მიიღო ჩვენი 2 ქულა" და ეგეთი სლეობები არ გვინდა ეხლა და ცალ ფეხზე მკიდია ლიტვას მოვუგეთ თუ ესპანეთს ამ თამაშით სირცხვილია ვაფშე მანდ რა გვინდა ამდენ შეცდომას ბებიაჩემის უფეხო ძაღლი არ უშვებს ბურთის თავით კენწვლისას. ძალიან გაბრაზებული ვარ, უზომოდ, დანარჩენს ცივ გონებაზე გადავხარშავ, მაგრამ აი ამ წამს აღარ მეამაყება რომ ქართველი ვარ!!!
ვაჟა
18:51 02-09-2017
2
ტოტალიზატორზე ითამაშეთ თუ მართლა ამაზე მეტი არ შეგიძლიათ?
koki
18:48 02-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული