ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებიდან მიდის?

AutoSharing Option
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასრულებისა და ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამოვარდნის შემდეგ, გუნდის ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა "ტვიტერზე" საკმაოდ ორაზროვანი პოსტი გამოაქვეყნა:

"ჩვენ ბევრი ვისწავლეთ ამ მოგზაურობით. ის იყო სავსე სიხარულით, ცრემლებითა და გუნდური სულით. ჩვენი მიზანი ჯერ მიღწეული არ არის. მე კი ყოველთვის დავრჩები საქართველოს ნაკრების ამაყ მხარდამჭერად", - წერს ზუროსი სოციალურ ქსელში.

ბერძნულმა მედიამ (sdna.gr, gazzetta.gr) ეს პოსტი ცალსახად ჩათვალა ზუროსის ეროვნულ ნაკრებთან გამომშვიდობებად.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ზუროსის გუნდიდან წასვლას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე
ეროვნულ გუნდს მისი კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაემშვიდობა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 35 /
არა მგონია სწორი იყოს მისი წასვლა, სახვეწარი არაფერია, მაგრამ ორივესთვის, საქართველოა ნაკრებისთვისაც და ზუროსისთვისაც სჯობია მისი დარჩენა
Bavaria
08 სექტემბერი 2017 17:49
2
აქ ჭკვიანი ხალხი ხართ და ჩემზე უკეთესად გეცოდინებათ ერთი საკითხი. კოკოშკოვი უფრო მოგწონდათ თუ ზუროსი. და რომელი რა კომპონენტში იყო უკეთესი? მადლობა წინასწარ პასუხისთვის
სამო
08 სექტემბერი 2017 17:41
3
ზუროსი: "მე კი ყოველთვის დავრჩები საქართველოს ნაკრების ამაყ მხარდამჭერად", - ბერძნულმა მედიამ (sdna.gr, gazzetta.gr) ეს პოსტი ცალსახად ჩათვალა ზუროსის ეროვნულ ნაკრებთან გამომშვიდობებად.

- გამაოსამშვიდობებელია და იმიტომ შეაფასა ასე საბერძნეთის პრესამ. მაგრამ, მე ვთვლი რომ ზუროსი ძალიან კარგად გრძნობს ჩვენს მოთამაშეების შესაძლებლობებს და უნდა დარჩეს. უნდა დატოვონ ჩვენმა მესვეურებმა. პრობლემა ძლიერი მოთამაშეების არ უკმარისობაშია.
სამწუხაროდ თამაში არ წაუვიდა ცინცაძეს და მან ბევრი უნდა ივარჯიშოს მომავლისთვის და უნდა გახდეს ქართველი დიქსონი, ხოლო მანუჩარს დაღლილობა დაეტყო და ამიტომ ვერ აგდებდა 3-ქულიანებს.
შენგელია ძალიან მაგარია, მასაც თავში არ უნდა აუვარდეს, როგორც ზოგ ქართველს ემართება ხოლმე. ჯერ-ჯერობით არ ავარდნია და მადლობა უფალს.
დატოვეთ რა, ზუროსი.
08 სექტემბერი 2017 17:36
0
მისი განცხადება მართლაც ორ აზროვანია მწვრთნელთა ხშირი ცვლა კარგი არასდროს არ არის თუ წავა კარგი არ იქნება არა მგონია მალე უკეთესი ნახონ თან საინტერესოა ასე რატომ ფოქრობს
nnn
08 სექტემბერი 2017 16:59
0
Aycileblad datovet magari mcvrtneli da kacia!
Gia57
08 სექტემბერი 2017 16:46
1
ზუროსი კაცური კაცია
temo
08 სექტემბერი 2017 16:41
1
გატეხავა
ანდრი
08 სექტემბერი 2017 16:41
1
არ უნდა წავიდეს თორე სულ დაიშლება და მოიშლება გუნდი.
დათო
08 სექტემბერი 2017 16:38
0
ამის დაშვებაც კი არ შეიძლება. ძუსტად ეხლაა საჭირო მისი ნაკრებში ყოფნა და ჩვენი მექულეების ტყორცნების სიზუსტიდან გამომდინარე:( ნაკრების დაცვაში თამაშის გაუმჯობესება პირველადი ამოცანაა და ამას ზუროსზე უკეთ ვერავინ შეძლებს. ასევე დიქსონის დაბევებაა აუცილებელი თუ კი რამეს გვინდა მივაღწიოთ.
grisha dedakimovi
08 სექტემბერი 2017 16:28
1
მარცხენა სურათი გადმოსცემს სუფთა კაცურ ხასიათს :) ზუროსი კაცია.
lado
08 სექტემბერი 2017 16:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული