მიხეილ გაბრიჩიძე: ილიას ზუროსი ნაკრებში რჩება

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედისათვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც მოელოდნენ, ვიქტორ სანიკიძის და ბექა ბურჯანაძის გამოკლებამ, აგრეთვე  ზაზა ფაჩულიას მიერ აკროპოლისის თასის წინა ვარჯიშზე ტრავმის მიღებამ და ევრობასკეტ 2017-ის პირველივე შეხვედრაში გიორგი ცინცაძის დაშავებამ, გამოიწვია ის, რომ არასრული 6 მოთამაშით მოუწიათ ასპარეზობა, რამაც თავისი უარყოფითი შედეგი გამოიღო, ნამდვილად არ იმსახურებდნენ ჯგუფში ჩარჩენას, ცოტა სხვანაირი კალენდარი რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის განსხვავებულად მომზადება მართებთ.

გაბრიჩიძემ ცინცაძისა და ილიას ზუროსის შესახებაც ისაუბრა:

"ცინცაძემ ეროვნული გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ განცხადება ჩემის აზრით, ემოციურ ფონზე გააკეთა, შევხვდები და პირადად დაველაპარაკები ამ საკითხზე. მან ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, ფაქტიურად ცალი ფეხით ითამაშა. დამშვიდდება, დაწყნარდება და იმედია, დარჩება გუნდში. ის ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, წამყვანი ფიგურაა.

ძალიან გამაკვირვა ზუროსზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, თითქოს ნაკრებიდან მიდიოდეს. ეს ტყუილია, 10 დღის განმავლობაში ჩამოვა თბილისში და შევუდგებით ახალი გუნდის ფორმირებას. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ სხვა, განსხვავებული ფორმატია და მზადების ახალი გეგმაა საჭირო. ასე რომ, ზუროსი რჩება".
მკითხველის კომენტარები / 23 /
ზუროსი კარგი მწვრთნელია მაგრამ პასუხი გაგვცეს ზოგ ზოგიერთების ნაკრებში ყოფნაზეც .მგონია რომ მასზე უკეთესიც შეიძლება მოინახოს თუ არა დარჩეს მაგრამ წლევანდელ შეცდომებს ნუ გაიმეორებს
bodo
12 სექტემბერი 2017 09:51
1
უნდა დარჩეს.
განსხვავებით ვაისისგან, რომელიც აქამდეც გასაგდები იყო
lashamax
12 სექტემბერი 2017 09:32
2
ვაისი საერთო ამბავში ტოპ მწვრთნელებისგან შორს არის, მაგრამ ამ ეტაპზე უნდა დარჩეს. მას შეუძლია შედარებით მაღალ საფეხურამდე მიგვიყვანოს სადაც საჭირო იქნება უფრო მაღალი კლასის მწვრთნელი. ზუროსი ერთმნიშვნელოვნად უნდა დარჩეს
gio
12 სექტემბერი 2017 11:08
0
გიორგი შენ ხარ წამყვანი მოთამაშე დღევანდელ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების, მსოფლიოზე შენ უნდა უკაპიტნო ნაკრებს და მაგალითი უჩვენო ახალგაზრდა კალათბურთელებს შენი დიდი იმედი გვაქვს.
giorgi
12 სექტემბერი 2017 09:30
0
ცენტრის პოზიციაზე მაგი აყენებს სასტავს ბოისამ უნდა გამოიზახოს დვალიშვილი
შოთა გუგეშაშვილი
12 სექტემბერი 2017 07:39
1
ვეთანხმები შოთას, დვალიშვილი გამოსაძახებელია ნამდვილად ნაკრებში და ვფიქრობ ლიდერების დასასვენებლად კი არა ბევრად მეტის კეთება შეუძლია, მის თამაშებს თუ ნახავთ საკმაოდ ბრძოლისუნარიანია და თან დაუღალავი, საშუალო დისტანციიდან კარგად ისვრის და თუ საშუალება მიეცა არც სამიანებზე იძახის უარს, ფარზე კარგად მუშაობს და აშკარად უქმნის პრობლემებს მოწინააღდეგეს პოზიციურად, მე რაც დავაკვირდი არც პასების კეთებას ერიდება, საბოლოო ჯამში საკმაოდ კარგი კალათბურთელია, ჩემი აზრით და არა მარტო უეჭველი უნდა დაუძახონ ნაკრებში, ისე ამისთვის სპორტული ჟურნალისტები უნდა გააქტიურდნენ და თუ ვინმე არის კიდევ ნაკრებისთვის მზად უნდა დაიწეროს და მიეძღვნას მათ სტატიები !!!
ლადო
12 სექტემბერი 2017 11:58
0
პირველ რიგში ფედერაციამ უნდა იზრუნოს ზუროსის შენარჩუნებაზე, მე მჯერა ამ კაცის რომ უფრო მეტს მიაღეწევს ჩვენს ნაკრებში, მართალი გაბრიჩიძე რომ მოსალოდნელი იყო ნაკრების ჩავარდნა ძნელია 6 კალათბურთელით ევრობასკეტზე ასეთ გიჟურ ტემპში თამაში
ზიზუ
12 სექტემბერი 2017 00:34
0
შემდეგი ევრობასკეტის ჯგუფურს რომ თბილისმა უმასპინძლოს არ არის შანსი? არ ცდილობს ფედერაცია ამას?
gia
11 სექტემბერი 2017 23:49
0
აუ რა მაგარი იქნებოდა,მარტო დარბაზის რესტავრაციაა საჭირო,თორე ძაან მაგარი სასახლე გვაქვს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო,პროსტა მაგარი რემოტია საჭირო.ფედერაციამ და სახწელმწიფომ სერიოზულად უნდა იფიქროს ამაზე,წელსაც შეიძლეოდა,მარა ამას ტრაკი უნდა!
oto
12 სექტემბერი 2017 00:06
0
გაბრიჩიძეა ეგ
zaza
11 სექტემბერი 2017 23:48
0
ილიასის დონის მწვრთნელი არც ერთ ქართული სპორტის სახეობას არ ჰყავს! ბრავო მას!!!
oto
11 სექტემბერი 2017 23:36
1
ძალიან კარგი!
zurab
11 სექტემბერი 2017 23:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული