ნიკა ცქიტიშვილი: არ ვიცი, ნაკრებში რატომ არ მიძახებენ

AutoSharing Option
საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ესპანურ "ხუვენტუტთან" თბილისში გამართა და ანგარიშით 60:72 დამარცხდა.

- დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]

ნამატჩევს ნიკა ცქიტიშვილმა შეხვედრა შეაფასა და საქართველოს ნაკრებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

- ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და მიმაჩნია, რომ უკეთესი შედეგის ჩვენება ნამდვილად შეიძლებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი დიდი ხანი არ არის, რაც შეიკრიბა, მე სამი დღის წინ შევუერთდი, ჯერ ფორმაში არ ვართ, ვფიქრობ, რომ "დინამომ" საუკეთესო კალათბურთი ითამაშა.

-
რატომ არ გიწვევენ ნაკრებში?

- თავადაც არ ვიცი... მიკვირს, რატომ არ მიძახებენ...

ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი: მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შარშან გამომიძახა, მაგრამ ისეთი შემოთავაზება მქონდა, რომ ჩემს მომავალ კარიერაზე შეიძლებოდა, მნიშვნელოვნად ემოქმედა - ამერიკაში უნდა წავსულიყავი სათამაშოდ, კარიერის დასრულების შემდეგ კი იქვე გამეგრძელებინა მწვრთნელობა. ასეთი წინადადება ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა და აუცილებლად უნდა წავსულიყავი ჰიუსტონში. მეგონა, ნაკრების მწვრთნელმა გამიგო ეს ყველაფერი, თუმცა წლეულს აღარ გამომიძახა...

არავისზე ნაწყენი არ ვარ და თუ შანსი მომეცემა,  სიამოვნებით ვითამაშებ ეროვნულ გუნდში. ხუთი წელია, ნაკრების ფორმა არ ჩამიცვამს და მოხარული ვიქნები, თუ ჩემს ბიჭებს კვლავ გვერდში დავუდგები და თამაშის საშუალება მომეცემა. ძალიან მომენატრა ნაკრებში თამაში. ყოველმხრივ მზად ვარ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
სიმართლე კი ისაა, რომ ცქიტიშვილს ბლოკავდა ფაჩულია.
ILIA
13 ოქტომბერი 2017 13:48
0
გამოიძახეთ აუცილებლად გამოცდილია
დაივიწყეთ ურთიერთ წყენა საქართველოს ინტერესებში
გამოიძახეთ აუცილებლად
13 ოქტომბერი 2017 12:46
0
დრაგიცმა დაანება ნაკრებში ტამასს ტავი კაცმა 35 ქულა 7 მოხსნა და 3პასი გააკეტა დაცქიტიშვილი ნაკრებსი დაბრუნებას იტხოვს
შოთა გუგეშაშვილი
22 სექტემბერი 2017 15:24
1
კოკოშკოვსაც კარიერის მიზნით უთხრა უარი რამდენჯერმე და მერე აღარ უძახდა ბუნებრივია...
zviads
21 სექტემბერი 2017 09:47
0
ნიკა, სიმართლეს რატომ არ ამბობ. ზუროსს უთხარი, ნაკრებში ვეღარ ვითამაშებ, ფიზიკურად ვეღარ ვუძლებ დატვირთვებს, არ გამითვალისწინოო. ზუსტად ამ სიტყვებით დაშორდით.
მამუკა
20 სექტემბერი 2017 20:34
1
არ შეიძლება ესეთი რესურსი ნაკრებში არ გამოიყენო! მსოფლიოს შესარჩევზე შერმადინისა და შენგელიას შესაძლო არ ყოფნის გათვალისწინებით ნიკას ნაკრებში თამაში კიდევ უფრო მნიშველოვანი ხდება.
georges
20 სექტემბერი 2017 20:06
1
კოკოშკოვს რატომ არ მიყავდა დამიჯერე მაგაზე პასუხი რომ ქონოდა ან კოკოშკოვს ან ფედერაციას იტყოდნენ. პირადული მიზეზი იყო რის გამოც ცქიტო ნაკრებს ჩამოაშორეს და ზუროსს რაც შეეხება კაცმა პრობლემა არ არის მიხედე და ევროპაზე დაგვეხმარეო და შუალედში რაც მოხდა ვიღაცის ბინძური ხელის ამბავია დარწმუნებული ვარ. ცქიტო ნაკრებში!!!
GEOGEO
20 სექტემბერი 2017 17:50
2
კაცი შარშან ბახრეინში თამაშობდა და წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა, შარშანწინ კი ლიბანში დასახელდა საუკეთესოდ. მეტი რით უნდა დაამტკიცოს რომ ნაკრების ღირსია. მითუმეტეს როდესაც ასეთი მოკლე სათადარიგო სკამი გვაქვს.
ხვიჩა
20 სექტემბერი 2017 17:45
2
ბაჰრეინი და ლიბანი მსოფლიო საკალათბურთო ცენტრებად იქცა
.
20 სექტემბერი 2017 22:38
1
ასე იყო 2015 წლის ევროპის პირველობაზეც - გუნდი ფიზიკურად გადაიღალა, მოკლე სკამის გამო. მაშინ კოკოშკოვმა არ გამოიძახა.
გიტო
20 სექტემბერი 2017 16:46
1
ხოდა თუ არ უნდათ "ხუშტურებზე" სიარული, ყავდეთ ბოისა, ლონდარიძე და ზმანი მისნი.
სააკაძე
20 სექტემბერი 2017 15:19
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული