ნიკა ცქიტიშვილი: არ ვიცი, ნაკრებში რატომ არ მიძახებენ

AutoSharing Option
საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ესპანურ "ხუვენტუტთან" თბილისში გამართა და ანგარიშით 60:72 დამარცხდა.

- დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]

ნამატჩევს ნიკა ცქიტიშვილმა შეხვედრა შეაფასა და საქართველოს ნაკრებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

- ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და მიმაჩნია, რომ უკეთესი შედეგის ჩვენება ნამდვილად შეიძლებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი დიდი ხანი არ არის, რაც შეიკრიბა, მე სამი დღის წინ შევუერთდი, ჯერ ფორმაში არ ვართ, ვფიქრობ, რომ "დინამომ" საუკეთესო კალათბურთი ითამაშა.

-
რატომ არ გიწვევენ ნაკრებში?

- თავადაც არ ვიცი... მიკვირს, რატომ არ მიძახებენ...

ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი: მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შარშან გამომიძახა, მაგრამ ისეთი შემოთავაზება მქონდა, რომ ჩემს მომავალ კარიერაზე შეიძლებოდა, მნიშვნელოვნად ემოქმედა - ამერიკაში უნდა წავსულიყავი სათამაშოდ, კარიერის დასრულების შემდეგ კი იქვე გამეგრძელებინა მწვრთნელობა. ასეთი წინადადება ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა და აუცილებლად უნდა წავსულიყავი ჰიუსტონში. მეგონა, ნაკრების მწვრთნელმა გამიგო ეს ყველაფერი, თუმცა წლეულს აღარ გამომიძახა...

არავისზე ნაწყენი არ ვარ და თუ შანსი მომეცემა,  სიამოვნებით ვითამაშებ ეროვნულ გუნდში. ხუთი წელია, ნაკრების ფორმა არ ჩამიცვამს და მოხარული ვიქნები, თუ ჩემს ბიჭებს კვლავ გვერდში დავუდგები და თამაშის საშუალება მომეცემა. ძალიან მომენატრა ნაკრებში თამაში. ყოველმხრივ მზად ვარ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
გამოიძახეთ ნიკა ნაკრებში ევრობასკეტზე რომ 6 კალათბურთელი ათამაშეს სულ და დანარჩენები გამოსაჩენად ესხდნენ სკამზე ან სანიკიძე რომ ყავდათ ისე წაყვანილი მაგათ არ სჯობდა ერთად აღებულს ყველას სჯობია ვინც სკამზე ისხდნენ
gaguuu
14:07 20-09-2017
5
ხოდა თუ არ უნდათ "ხუშტურებზე" სიარული, ყავდეთ ბოისა, ლონდარიძე და ზმანი მისნი.
სააკაძე
15:19 20-09-2017
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული