ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გაზეთ "ლელოსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ეროვნულ გუნდთან განშორების ემოციაზე ისაუბრა. სტატიის სრულ ვერსიას Sportall.ge მოგვიანებით წარმოგიდგენთ, ამჯერად კი გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან.

"როდესაც ცხოვრების ნახევარი ნაკრებში გაქვს გატარებული, 2000 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, ეროვნულ გუნდში თამაშობ, წარმოუდგენელია ემოციის გარეშე თქვა - სანაკრებო კარიერას ვასრულებო. 17 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ ზაფხულს ვერ ჩამოვედი, ამის მიზეზი ტრავმა იყო, რამაც ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი გამომატოვებინა.

ჯერაც ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიქნები სანაკრებო მატჩების გარეშე. მომავალი ზაფხული სხვანაირი იქნება. არ
ვიცი, როგორ დავგეგმო, ფიქრიც კი რთულია. უჩვეულო გრძნობაა - მოვა სანაკრებო მატჩების დრო და ვერ ითამაშებ.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მშვენივრად მესმის, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.

ფიბას მიერ საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატის შეცვლამ ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი. მოგეხსენებათ, სანაკრებო მატჩები შუა სეზონზე გადაანაწილეს. სწორედ იმ დროსაა, როცა NBA-ში გახურებული სეზონია. ამის მიუხედავად, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. ბოლოს ვთქვი ის, რაც გულმა და გონებამ მიკარნახა", - განაცხადა NBA-ს ჩემპიონმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ზაზამ ჩააგდო ბოლო ევრობასკეტი, მაგრამ ზაზაა ის კაცი, ვინც შეკრა და იმ გუნდად აქცია ჩვენი ნაკრები, რომლითაც ყველა ჩვენთაგანი და იმედია ყველაზე დიდი სკეპტიკოსიც კი ასე ამაყობს. ის სულისკვეთება და მებრძოლი სული დიახაც ზაზას დამსახურებაა. დარწმუნებული ვარ, რომ არა ფიბას ეს სულელური კალენდარი, ზაზა ასე უცებ არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რაც მიიღო, იმიტომ, რომ ზაზა ფაჩულია არის დიდი პატრიოტი, დიდი ქართველი, საუკეთესო პიროვნება და ყველა ჩვენთაგანისთვის საამაყო კაცი!!!... მადლობა ზაზა ყველაფრისათვის, საქართველოს დიდი სიყვარულისათვის!
ბბბ
00:17 30-09-2017
0
წარუმატებელო, ბორმა ადამიანებო !!!! საკუთარი რეალიური სახელის და გვარის გამოჩენის თავიც კი არ გაქვთ, ზიხართ ინტერნეტში და ბოღმის ნაცარში იქექებით !!!
დიდ წარმატებას და ბედნიერებას ვუსურვებ ზაზას !!!! მისნაირი, გულის გამხარებელი და საამაყო ადამიანები უმრავლოს უფალმა ჩვენს ქვეყანას !!!
mari
12:20 29-09-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული